ნეპალში, პოკჰარასთან ახლოს მდებარე ქედთან თვითმფრინავს ეძებენ, – ამის შესახებ CNN-ი წერს.
მედიის ცნობით, Tara Air-ის თვითმფრინავი პოპულარული ტურისტული ქალაქისკენ – ჯომსონისკენ მიფრინავდა და მასში 22 ადამიანი – 19 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი იყო.
სამძებრო სამუშაოებში ნეპალის არმიაცაა ჩართული.
კომენტარები