• რეკლამა
  • კონტაქტი
11:43, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნავთობის და გაზის ფასები ეცემა

ალია ავტორი - ალია
12:54 03-21-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
590

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება – ბარელი Brent-ის ფასი დღევანდელ სავაჭრო სესიაზე დამატებით 1%-ით დაეცა და ამჟამად მისი ღირებულება 73 დოლარს შეადგენს. ერთკვირიან ჭრილში ვარდნის მაჩვენებელი 6%-ს აჭარბებს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ნავთობი 33%-ითაა გაიაფებული.

დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება WTI Crude-თან მიმართებითაც, მისი ფასი ბარელზე 67 დოლარს შეადგენს, ვარდნის მაჩვენებელი კი ერთ კვირაში 6.5%-ია; ხოლო ერთწლიან პერიოდში WTI თითქმის 37%-ითაა გაიაფებული.

მკვეთრად მცირდება რუსული ნავთობის ფასიც, ბარელი Urals-ის ღირებულება ბირჟაზე 48 დოლარს შეადგენს, მისი ფასი კი ერთ კვირაში 16.5%-ითაა შემცირებული. რაც შეეხება ერთწლიან პერიოდს, საერთაშორისო ბირჟაზე რუსული ნავთობი 50%-ითაა გაიაფებული.

დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც. ევროპული ბენჩმარკის, Dutch TTF-ის ღირებულება მეგავატ-საათზე ერთ კვირაში 11%-ითაა შემცირებული და ამჟამად 39 ევროს შეადგენს.

აგრეთვე მკვეთრად დაეცა ბრიტანული გაზის ფასიც, რომელიც ერთ კვირაში 25%-ით, ხოლო ერთ წელიწადში 60%-ითაა გაიაფებული.

საერთაშორისო ბირჟებზე არსებული დაღმასვლის ტენდენცია მსოფლიოს მასშტაბით მაკროეკონომიკური რისკების ზრდითაა განპირობებული, რასაც, თავის მხრივ, მსხვილი ბანკების და საფინანსო ინსტიტუტების გაკოტრება იწვევს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved