• რეკლამა
  • კონტაქტი
17:58, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ქმნის

ალია ავტორი - ალია
11:57 02-21-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,192

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ქმნის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დედაქალაქში ძლიერი იყოს, მათ შორის სტრუქტურული თვალსაზრისით

„იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქს მკვლელი, კორუმპირებული, ფულზე დახარბებული რუსეთუმე მერი ჰყავს, რომლის განცხადებები იდენტურია სალავიოვის, სიმონიანის და ზახაროვას განცხადებების; იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქში უამრავი პრობლემაა, დაწყებული სატრანსპორტო კოლაფსით, გაგრძელებული ურბანული, ეკონომიკური კატასტროფით; იმ პირობებში, როდესაც კალაძე გადასულია ფულის შოვნაზე და არ ერიდება რუსულ, მოღალატეობრივ განცხადებებს, მნიშვნელოვანია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერი იყოს დედაქალაქში, მათ შორის სტრუქტურულად. ამიტომ, დღეს დედაქალაქში ბროსეს ქუჩა #6-ში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ვხსნით, რომელიც პარალელურად ენმ-ის თბილისის ცენტრალური ოფისი იქნება. ჩვენს მომხრეებს, რომლებიც დედაქალაქში ასი ათასობით არიან, მოვუწოდებ – მობრძანდით ჩვენთან, ოფისში, გაიარეთ რეგისტრაცია, გახდით თანამონაწილე „რუსულ ოცნებაზე“ გამარჯვების. ამასობაში, იმისთვის, რომ თბილისში პარტია ძლიერი იყოს, სამუშაო ჯგუფი შევქმენით, რომელსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს. მისი ამოცანა იქნება თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ რეორგანიზაცია, სტრუქტურულად გამართვა, რათა პარტია ძლიერი იყოს ისე, როგორც არასდროს. ამის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ გვერდზე დაიდება კონკრეტული აპლიკაცია, რისი მეშვეობითაც თითოეულ თქვენგანს შეეძლება რეგისტრაციის გავლა. ყველას, ვინც თბილისში ცხოვრობთ და არ გინდათ რუსეთში ცხოვრება, გინდათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი; ყველას, ვისაც გინდათ, მონაწილეობა მიიღოთ დერუსეთიზაციაში, დებიძინიზაციაში და დეოლიგარქიზაციაში, გელოდებით ბროსეს ქუჩაზე“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved