„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარტიის თავმჯდომარე ხდება.
„სრული სისულელე და მოგონილი ჭორია“, – განუცხადეს „იმედინიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში.
პარტიაში არც იმას ადასტურებენ, რომ გიორგი მარგველაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა.
„რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება.
კომენტარები