წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, ხმის მიცემა უსაფრთხო იქნება როგორც ამომრჩევლებისთვის, ასევე დამკვირვებლებისთვის.
„შესაბამისმა სამსახურებმა ამაზე უკვე იმუშავეს, ამაზე დეტალურად უკვე ცესკო ისაუბრებს ალბათ და შესაბამისი უფლებამოსილი პირები. თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით და ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით. ეს ეხება, ბუნებრივია, უსაფრთხოებაზე როცა ვსაუბრობთ, როგორც ამომრჩევლებს, ასევე დამკვირვებლებს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.
კომენტარები