ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ. საქმე ეხება ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას.
კონვენციით თანდართულ ნარკოტიკულ სიას რამდენიმე ნივთიერება დაემატება, რომელთა ნებისმიერი ოდენობა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს, გამომდინარე იქედან, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია აღნიშნული ნივთიერებების ოდენობების განსაზღვრა.
კომენტარები