• რეკლამა
  • კონტაქტი
23:16, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნანუკას შოუ დაიხურა – რა ინფორმაციას ავრცელებს ნანუკა ჟორჟოლიანი

ალია ავტორი - ალია
11:19 06-14-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,658

„ნანუკას შოუ“ დაიხურა, – ინფორმაციას ამის შესახებ გადაცემის წამყვანი, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ვატყობ, ახლა ტყუილი და მართალი ერთმანეთში აირევა და ზოგადად, ასეთ მომენტებში საჭიროა გახსნილობა და მოგიყვებით დეტალურად რა ხდება ჩვენს თავს.

“მთავარი” შედგებოდა სამი ოფისისგან.
1. ჩუბინაშვილის ოფისი, სადაც მხოლოდ პოლიტიკური გადაცემებია. ნიუსი და დღის გადაცემები.
2. ბენტლის ოფისი, სადაც ასევე პოლიტიკური გადაცემებია, ოღონდ საღამოს ეთერები.
3. ვაშლიჯვრის ოფისი, საიდანაც გადიოდა ფროდაქშენის გადაცემები. შესაბამისად, აქედან გადიოდა ნიკას გადაცემაც, დილაც, ვანოც, მეც , ლელაც, ექიმებიც.

ერთად ვერ ვეტეოდით ვერსად ტერიტორიის სიმცირიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი ზრდიდა ხარჯს. ტექნიკა ყველგან ნაქირავები იდგა, განათება, სტუდიების აწყობა….

ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე დაიხურა ვაშლიჯვარი.

ანუ, სტუდია დაიხურა. დაგაბნევთ ალბათ ის რომ დარჩა თითქმის ყველა გადაცემა, ქეთის სამზარეულო, პუტკუნები, ექიმები, ლელა. არხის ფინანსური მენეჯერი ამბობს რომ ამ გადაცემას სპონსორებით შენახვის რესურსი აქვთ. ასევე, შეუძლიათ სტუდიის გარეთ გასვლა. ანუ, მათთვის აუცილებელი არაა ვაშლიჯვრის ოფისი.

დაიხურა ვანო. ამ თემაზე კომენტარს მე არ გავაკეთებ, ჯობია ვანოსგან მიიღოთ სრული ინფორმაცია. ერთადერთი რაც ვანოზე შემიძლია ვთქვა, არის ის რომ ვანომ საკუთარი ხელით აშენა ეს არხი. მე მივიღე პასუხი რომ სპონსორის მოძიების შემთხვევაში ვანოს გადაცემა აუცილებლად გავა ეთერში.

ჩემი გადაცემაც დაიხურა. უბრალოდ ჩვენ გვყავდა სპონსორები, უნდა დავამატოთ კიდევ ერთი, რომ ვიარსებოთ.
დილაც დარჩა, მაგრამ სხვა ფორმატით, უკვე ნახეთ კიდეც ეთერში.

ტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ რომ ოქრუაშვილმა შენობიდან გაგვიშვა. არა მეგობრებო, პირიქით, ეს კაცი მხოლოდ გვეხმარება. უბრალოდ სტუდიებს ვეღარ ინახავს არხი და ამიტომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ოფისები ისევ ვაშლიჯვარში დაგვრჩება.

ანუ, ახლა ვიბრძვით გადარჩენისთვის და გადავრჩებით კიდეც.

ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. მაგრამ ჩვენი გადარჩენა ვანოს გარეშე ძალიან უსამართლო იქნება, ამიტომ მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved