“ნანუკას ფონდის” დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ. ინფორმაციას თავად ჟორჟოლიანი ავრცელებს.
“ჩხრეკაზე მოვიდნენ ჩემთან. ყველა ფონდის დამფუძნებელთან შევიდნენ”, – წერს ჟორჟოლიანი.
ჟორჟოლიანი ადვოკატის დალოდებას ითხოვდა, რაზეც პროკურატურის წარმომადგენლებმა უარი უთხრეს. მას ასევე პირდაპირი ეთერის გაგრძელების საშუალებაც არ მისცეს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
კომენტარები