• რეკლამა
  • კონტაქტი
00:43, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნამახვანჰესი” აუცილებლად აშენდება” – ირინა მილორავა

ალია ავტორი - ალია
14:36 11-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

“ჩვენ თუ გვინდა, ვიყოთ დამოუკიდებელი ენერგეტიკულად, ზუსტად ამ ტიპის ობიექტები უნდა აშენდეს”, – ამის შესახებ ენერგეტიკული ბირჟის გენერალურმა დირექტორმა ირინა მილორავამ Forbes Talk-თან ინტერვიუში, “ნამახვანჰესის” ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჰესის მნიშვნელობაზე.

“აუცილებელია, მეტი და მეტი ვისაუბროთ გენერაციის ობიექტების მნიშვნელობაზე ამ ქვეყნისთვის, რადგან ეს არ არის მარტო კომერციული პროექტი, ეს არის ამ ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯი. თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი ენერგეტიკულად, ზუსტად ამ ტიპის ობიექტები უნდა აშენდეს.

ეს არის სადგური, რომელსაც შეეძლება ივაჭროს სიმძლავრის ბაზარზე. დარწმუნებული ვარ, მიუხედავად ამ სირთულისა, ეს სადგური აუცილებლად აშენდება და უნდა აშენდეს. ეს არის სადგური რომელმაც სიმძლავრის ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი მოცემულობა, რაც სახეზე გვაქვს, ეს არის “ენგურჰესის” ხელმისაწვდომობა.

2015 წლიდან ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარება ძალიან სერიოზულად არის გაზრდილი, თბილისის მოხმარებასაც გადააჭარბა. ეს იმას ნიშნავს, რომ “ენგურჰესის” ელექტროენერგია სულ უფრო და უფრო ნაკლები რჩება დანარჩენი საქართველოსთვის – ანუ, “ენგურჰესი”, როგორც იაფი რესურსი და სარეზერვო სიმძლავრის მიმწოდებელი სადგური. რას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში? – ჩვენ ცენტრალური დისპეჩერების მოდელიდან თვითდისპეჩერების მოდელზე გადავდივართ და ასევე ვქმნით საბალანსო ბაზარს, სადაც იყიდება სარეზერვო სიმძლავრეები, როდესაც გადამცემი სისტემის ოპერატორმა რეალურ დროში უნდა მართოს ბაზარი – ანუ თუ მოხმარება გაიზარდა, ამას უნდა ჰქონდეს სადღაც დარეზერვებული სიმძლავრე და მისი მოთხოვნისთანავე ეს სიმძლავრე უნდა მიეწოდოს სისტემას.

აი, აქ “ენგურჰესის” მონაწილეობა თუ შეგვიმცირდება, ძალიან ცოტა გვაქვს სინამდვილეში სარეზერვო სიმძლავრეები, თბოსადგურებს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც ყველა მახასიათებელს არ აკმაყოფლებენ. ამიტომ გვჭირდება სარეზერვო სიმძლავრეები და ასეთი უნდა ყოფილიყო “ნამახვანჰესი”, – განმარტა ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა.

წყარო: gtmedia.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved