ადამიანები რომლებიც, პირდაპირ ამბობენ, რომ მინისტრმა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებიდან გაუშვა, გაერთიანდნენ და კულტურის სისტემის გადარჩენის და “თეა წულუკიანის ბოლშევიკური მეთოდებით საკადრო წმენდის” შეჩერებაზე მსჯელობენ.
ნაჯახის ქნევა აუცილებლად უნდა დასრულდეს, კულტურა თავისუფალ სივრცესა და გარემოში, რა თქმა უნდა მაღალი კონკურენციის პირობებში იქმნება. როდესაც პოლიტიკური ნიშნით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საერთოდ არ ეკონტაქტები, აიგნორებ, ბლოკავ, არ თანამშრომლობ, იბ ბუნებრივია, ახალი არაფერი არ იქნება”- თქვა გიორგი უშიკიშვილმა.
იულონ გაგოშიძის თქმით კი უწყებას თავისუფლად მოაზროვნე ხელოვენების ეშინია.
ის რასაც კულტურა მოიცავს, ყველაზე უმართავი საზოგადოებაა. მათი დამორჩილება ძალია ძნელია. ეს ყველა ტოტალიტარული სახელმწიფოს მეთაურებმა იცოდნენ და ამიტომ თავისუფალი, თავისუფლად მოაზროვნე კაცი, მათთვის ყოველთვის სახიფათო იყო.
რა უნდა მოხდეს, შიმშილითაც რომ მოვკვდე, ყოველთვის მაინც სიმართლეს ვიტყვი და დავრჩები თავისუფალი” – თქვა გაგოშიძემ.
კომენტარები