“გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელთან ნაგვით სავსე პარკები დაყარეს. ამ პერფორმანსით, პარტიის წევრებმა, ქვეყანაში არსებული სიტუაცია გააპროტესტეს.
პარტიის ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამბობს, რომ პროტესტი სუს-ის ინსტიტუტის მიმართაა. მისი თქმით, ქვეყანა სწორედ სუს-იდან იმართება, მათ შორის, არჩევნებსაც სუს-ი ატარებს. აქციის მომნაწილეებმა სუს-ის ეზოში ასევე ქაღალდისგან გაკეთებული თვითმფრინავი გადაყარეს, რომელზეც ეწერა – “რევოლუციას ვითხოვთ”.
პოლიციამ “გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრები 80 ლარით დააჯარიმა.
კომენტარები