• რეკლამა
  • კონტაქტი
05:26, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მზვერავები, რომ შემოელიათ, მერე პოლიტიკურ ოპონენტებზე და უბრალო მოქალაქეებზე გადაერთვნენ…” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
11:17 09-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას აფასებს.

“სპეცსამსახურებს ნორმალურ ქვეყნებში მართავს ღირსების კოდი და უმკაცრესი იურიდიული კოდექსი. ასე ებრძვიან იმ პათოლოგიურ ცდუნებას, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ქვეცნობიერში დევს. სადაც არც ღირსებაა და არც კანონი, იქ პრიმიტიული ინსტიქტები მართავს ყველაფერს. უბრალოდ, რომ გაიაზრო რა კრიტერიუმებით იმართება დღეს საქართველო და ვინ მართავს, ნორმალურ ადამიანს ღამე არ უნდა დაეძინოს დარდით. 

თვალთვალისა და მოსმენის დეტალური ანალიზების მასიური გამოფენის მთავარი მიზანი ის არის, რომ მათ შორის შეაპარონ მოხერხებულად აწყობილი ფაბრიკაციები, რადგან ზღვა ინფორმაციაში ტყუილსა და მართალს ვერც ვერავინ გაარჩევს. ასე რომ, ტყუილად იმშვიდებენ თავს ისინიც, ვისაც ჰგონა, რომ არაფერი აქვს მაკომპრომეტირებელი. მათი დროც მოვა. არაფერს ვამბობ იმ სერიოზულ ზნეობრივ პრობლემაზე, რომელიც ამ ფაქტისადმი გულგრილად განწყობილ ადამიანებს აქვთ.
საქართველომ უპრობლემოდ მიიღო  მოქმედი ქართველი მზვერავების პირადი საქმეების მტრისთვის გადაცემის ფაქტები. ეს ყველაფერი ლოგიკური გაგრძელებაა იმ დანაშაულის. მზვერავები რომ შემოელიათ, მერე პოლიტიკურ ოპონენტებზე და უბრალო მოქალაქეებზე გადაერთვნენ გახრწნილი სამსახურები. პრაქტიკულად ქვეყანა აბსოლუტურად დაუცველია და არ არსებობს არცერთი სტრატეგიული საიდუმლო, რაზეც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ხელი არ მიუწვდება. 
სპეცსამსახურებზე დგას ნებისმიერი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და როცა ამ სამსახურებს ხრწნი, ან გახრწნის საშუალებას აძლევ, იქ სახელმწიფო უკვე აღარ არსებობს; იქ მხოლოდ კრიმინალური ბანდაა, განუსაზღვრელი უფლებებითა და პრიმიტიული ინსტიქტებით. და რაც მთავარია, ეს კრიმინალები იმავდროულად პათოლოგიური მანიაკები არიან, ადამიანთმოძულე ავადმყოფები. 
დაფიქრდით…”- წერს ზურაბ გურული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved