მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მესაზღვრის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
მკვლელობა სვანეთში მიმდინარე წლის 20 აპრილს მოხდა. დანაშაულში ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და პოლიციას 23 აპრილს ჩაბარდა.
გამოძიებით დადგინილია, რომ შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ზემო სვანეთის მე-2 სასაზღვრო სექტორის – მულახის თანამშრომელმა ბ.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით, მუცლის არეში სხეულის დაზიანება მიაყენა ამავე სასაზღვრო სექტორის თანამშრომელს ბ.ი.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მულახში მომხდარ მკვლელობას სამეგერელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იძიებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
22 აპრილს პროკურატურამ ბ.ნ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
კომენტარები