რუსთავში – 23 წლის ბიჭს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში მიაყენეს.
თვითმხილველების თქმით, დაპირისპირება გვიან ღამით, დაახლოებით პირველ საათზე დაიწყო. ახალგაზრდა კაცები საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სვამდნენ.
“გავიგე, რომ დაჭრეს ახალგაზრდა ბიჭი. ძალიან გვაინი იყო დაახლოებით პირველის ნახევარი, როცა პოლიციის თანამშრომლები შემოვიდნენ ეზოში და მაშინ გავიგე. აქ მწვადს წვავდნენ ბაღია აქ, შეწვეს და მერე გავიდნენ ეზოდან. ახალგაზრდა ბიჭს არ ვიცნობდი, როგორც გავიგე, სტუმარი იყო, ჩვენი ეზოსთვის უცხო იყო ეს პიროვნება”,- ამბობს ადგილობრივი.
დაშავებული ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იგი აპარატიდან მოხსნილია, მიმდინარეობს სისხლის გადასხმა და სხვა რეანიმაციული ღონისძიებები.
შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
კომენტარები