• რეკლამა
  • კონტაქტი
11:17, პარასკევი, 27 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მწყევლეთ, მაგინეთ, გადამიარეთ“ – რას წერს ნანა გეგეჭკორი

ალია ავტორი - ალია
23:24 08-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

აშშ-ში მცხოვრები ექიმი ნანა გეგეჭკორი:

„უკვე დღეებია ვსაუბრობთ იმაზე, რომ კოვიდის დამანგრეველი შედეგები თვალნათელი მომდევნო კვირების განმავლობაში გახდება. სამწუხაროდ, რეალობა ისეთია, დღეს სრული ლოქდაუნიც რომ გამოცხადდეს უახლოესი რამდენიმე კვირის სიკვდილიანობას ეს ვერ შეცვლის. ახლა ვიმკით ზაფხულის უპასუხისმგებლობის შედეგებს…

ყველას, ვინც არ ემორჩილება პრევენციის წესებს და არ იცრება (არ იცრება და არა, ვერ იცრება) თავისი წვლილი აქვს ამ ტრაგიკულ გარდაცვალებებში.

ყველაზე დრამატული ამ ისტორიაში არის ის, რომ ადამიანები კვდებიან დაავადებისგან რომლის პრევენცია შესაძლებელია.

დღეს უკვე ვერ დაადანაშაულებთ მთავრობას, რომ ვაქცინები არ გაქვთ. არჩევანი ნამდვილად არაჩვეულებრივია, არც რეგისტრაციაა პრობლემა.

უახლოესი დღეების პროგნოზი საიმედო არ არის. მეტი ინფიცირებული ნიშნავს სამედიცინო სისტემის მეტ გადატვირთვას. სასწრაფო, ოჯახის ექიმი, ჰოსპიტალი ყველაფერი იქნება ორიენტირებული მხოლოდ კოვიდზე. დანარჩენი დაავადებების მოვლა სამწუხაროდ უკანა პლანზე გადაინაცვლებს და უამრავ ადამიანს დაუგვიანდება, ან საერთოდ ვერ მიიღებს დახმარებას. ასეთი იყო ამერიკული რეალობა პანდემიის პირველ კვირებში, მარტი-აპრილი 2020. საქართველოს ჰქონდა ორი წელი რომ ეს ტრაგედია არ დატრიალებულიყო. დრო დაიკარგა და ვერაფერი გაკეთდა.

რა უნდა გავაკეთოთ ჩვეულებრივმა ადამიანებმა იმისთვის რომ ტრაგედიის მაშტაბები შევამციროთ ჩვენივე ძალით.

ზედმიწევნით ზუსტად დავიცვათ პრევენციის უმარტივესი წესები; ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა.

შევწყვიტოთ რისკის შემცველი აქტივობები, ქორწილები, თავყრილობები, ცეკვა-თამაში ახლო დისტანციაზე, არასავალდებულო მოგზაურობა და ასე შემდეგ.

ვეცადოთ არ გამოვიყენოთ სამედიცინო სერვისები არამიზნობრივად. უკიდურესი აუცილებლობის გარეშე არ გადავტვირთოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ზედმიწევნით ყურადღებით მოვეკიდოთ ქრონიკული დაავადებების მართვას და მაქსიმალურად ვერიდოთ ნებისმიერ აქტივობას რასაც მათი გამწვავება შეუძლია.

დაავადებებების პირველივე სიმპტომების დროს დროულად მივიქციოთ პირველადი ჯანდაცვის ყურადღება, რათა უმართავ პროცესის ჰოსპიტალიზაცია ავირიდოთ.

ნუ იმკურნალებთ მეზობლების, დეიდების, ბიცოლების რეკომენდაციებით. ასე შეიძლება უკიდურესად დაიმძიმოთ მდგომარეობა და მარტივად განკურნების ნაცვლად ჰოსპიტალური სექტორისთვის დამატებითი პრობლემა გახდეთ.

გამოიყენეთ სანდო, სამეცნიერო წყაროები სწორი ინფორმაციის მოსაპოვებლად. მიადევნეთ თვალი პროფესიონალების რეკომენდაიებს.

საკუთარი თავის გადარჩენით გადაარჩენთ უამრავ ადამიანს, ვისაც მართლა სჭირდება სამედიცინო სექტორის ყურადღება.

დაინდეთ სამედიცინო პერსონალი. თუ ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები გყავთ ექიმები, ექთნები, სანიტრები, შეუმსუბუქეთ მათ შრომა. მიეცით საშუალება არასამუშაო საათები მაქსიმალურად დაისვენონ, რომ ძალები მოიკრიბონ შემდეგი ცვლისთვის. წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური და ფიზიკური დატვირთვის ფონზე უწევთ მათ ყოველდღიურად ბრძოლა თქვენი სისოცხლისთვის.

აცრილებმა გააგრძელეთ პრევენციის წესების დაცვა ისევე როგორც აუცრელობისას უნდა დაგეცვათ. ნუ ჩამეძიებით კითხვებით, მაშინ აცრას რა აზრი ჰქონდა? ჰქონდა, თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად ჰქონდა. ნიღბის ტარებით კი სხვების სიცოცხლეს გადაარჩენთ.

და რაც მთავარია აიცერით, სასწრაფოდ აიცერით.

ორსულები და მეძუძური დედები აცერით სასწრაფოდ. საქართველოში ფაიზერია დაშვებული ორსულებისთვის და უამრავი კვლევა აჩვენებს რომ ის ნამდვილად უსაფრთხოა როგორც დედისთვის ასევე ნაყოფისთვის.

აცერით მშობლები, ბებიები, ბაბუები.

დაეხმარეთ ერთმანეთს სწორი ინფორმაციის მოძიებაში, დაარეგისტრირეთ აცრაზე ისინი ვისაც ტექნოლოგიებთან წვდომა შეზღუდული აქვთ. შეეხიდეთ ერთმანეთს რომ რაც შეიძლება ნაკლებად სტრესული იყოს გარემო ყველასთვის.

ნუ ეთამაშებით სიკვდილს!

ნუ გააუფასურებთ სხვების უბედურებას!

კოვიდი უამრავი ადამიანისთვის დასრულდება სიკვდილით ან ინვალიდიზაციით. ნუ უგულვებელყოფთ ამ საფრთხეს, გთხოვთ!

P.S. მწყევლეთ, მაგინეთ, გადამიარეთ, მე ჩემი პროფესიული და ადამიანური მოვალეობა მალაპარაკებს. მიუხედავად ამხელა შეურაცხყოფისა მაინც გავაგრძელებ ადამიანების ინფორმირებას იმასთან დაკავშირებით რომ პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა პრევენციაშია. პრევენცია კი უპირობოდ არის ვაქცინაცია, ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა ყველაფერი ერთად კომბინაციაში. არც ერთი ცალკე აღებული კომპონენტი არ მუშაობს. ეს ოთხივე კომპონენტი კომბინაციაში უნდა გამოვიყენოთ.

გემუდარებით, გადაარჩინეთ ერთმანეთი!“

თეგები: ნანა გეგეჭკორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved