შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში, მეხუთე კლასის მოსწავლის, 11 წლის ბიჭის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე შუახნის მამაკაცია დაკავებული.
ადგილობრივების თქმით, მოზარდი თანატოლებთან ერთად თამაშობდა, რა დროსაც ის მწყემსმა ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში შეიტყუა და მასზე სექსუალურად იძალადა.
„ეგ ისე კი არ უნდა დაისაჯოს, უნდა ჩამოკიდონ და ჩამოახრჩონ. 60 წელს მიღწეული ადამიანია“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
დაკავებულს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კომენტარები