• რეკლამა
  • კონტაქტი
14:10, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და სხვა ლიტერატორები ზვიად რატიანი დაპატიმრების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ – განცხადება

ალია ავტორი - ალია
10:53 06-27-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

ზვიად რატიანს ხელოვანები სოლიდარობას უცხადებენ – ლიტერატორები, გამომცემლები, მწერლები და მთარგმნელები პატიმრობაში მყოფ პოეტს პირდებიან, რომ მისი გათავისუფლებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

“პენ საქართველოსა” და „საქართველოს წიგნის ასოციაციიის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უამრავი ხელმომწერი ჰყავს, შემაშფოთებლად არის შეფასებული ხელოვანის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე.

რატიანის მხარდაჭერები ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და აინტერესებთ: რა ეტაპზეა იმ საქმეების გამოძიება, როცა რატიანი თავად გახდა ძალადობის მსხვერპლი და ამ უკანასკნელში პოლიციას ამხელდა.

“შეშფოთებას გამოვთქვამთ ცნობილი ქართველი პოეტის, ზვიად რატიანის დაკავების გამო. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ზვიად რატიანი დაკავებულია სისხლის სამართლის წესით და წარდგენილი ბრალდებით მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საგანგაშოა ის პრაქტიკა, რაც ბოლო თვეებში ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა – პროტესტის მონაწილეთა დაკავება და მათ წინააღმდეგ აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლო პროცესების წარმართვა.

ზვიად რატიანის ქმედების მიზანი არ ყოფილა პოლიციელისთვის ზიანის მიყენება და ეს კარგად ჩანს ვიდეოშიც. პოლიციელი არ დაშავებულა, თავად ზვიად რატიანი კი 2017 წლიდან დღემდე არაერთხელ იყო პოლიციელების მხრიდან ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი. 2024 წლის ნოემბერში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ათეულმა თანამშრომელმა სასტიკად იძალადა ზვიად რატიანზე, მაშინ, როცა ის ხელებაწეული იდგა და წინააღმდეგობასაც არ უწევდა თავდამსხმელებს, რაც შესანიშნავად ჩანს ვიდეოში.

ძალადობის იმ ეპიზოდს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ გამოხმაურებია, არცერთ პოლიციელს, პროკურორს, მოსამართლეს კომენტარი არ გაუკეთებია სამართალდამცავი ორგანოების მიერ წაქცეული ადამიანის სახეში წიხლებით ცემაზე. სამაგიეროდ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა ერთხმად დაგმეს ზვიად რატიანის ქცევა, როდესაც მან სისტემურ ძალადობაზე სათქმელი იმ ფორმით გამოხატა, რომელიც კანონსაწინააღმდეგოა, მაგრამ სასჯელი ამ ქმედებისთვის მხოლოდ ჯარიმას შეიძლება ითვალისწინებდეს.

მოვუწოდებთ მართლმსაჯულების ორგანოებს, იხელმძღვანელონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ჰუმანიზმის სტანდარტებით, იმოქმედონ კეთილგონიერების, პროპორციულობის პრინციპით. როგორც ეს 25 ივნისს სასამართლოზე თქვეს ზვიად რატიანმა და მისმა ადვოკატმა, არ არსებობს მის მიერ დანაშაულის ჩადენის ან ქვეყნიდან მიმალვის არანაირი საფრთხე ან გონივრული ეჭვი, ამრიგად, გაუმართლებელია 14 აგვისტომდე ზვიად რატიანის პატიმრობაში დატოვება. შესაბამისად, ვითხოვთ დაკავებულის გირაოთი გათავისუფლებას სასამართლო პროცესამდე, ადვოკატის მოთხოვნის თანახმად.

ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ზვიად რატიანის მიმართ გამოყენებულ ყველა ღონისძიებას, ბოლომდე დავიცავთ მის უფლებებს ჩვენ ხელთ არსებული მშვიდობიანი და კანონიერი საშუალებებით, უზრუნველვყოფთ საქმის მიმართ საერთაშორისო ყურადღების მობილიზებასა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ჩართულობას”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმოწერები განახლებადია:

გვანცა ჯობავა, მთარგმნელი, გამომცემელი
რატი ამაღლობელი, პოეტი
პაატა შამუგია, პოეტი
ზაზა ბურჭულაძე, მწერალი
ზვიად კვარაცხელია, მწერალი, გამომცემელი
მაია კუდავა, გამომცემელი
ლაშა ბუღაძე, მწერალი
ლელა სამნიაშვილი, პოეტი, მთარგმნელი
რეზო გეთიაშვილი, პოეტი
ნათია გიორგაძე, პოეტი
ანა კოპალიანი, მთარგმნელი
ლელა ცუცქირიძე, პოეტი, მწერალი
მაკო ჯანჯიბუხაშვილი, ლიტერატორი
რუსუდან რუხაძე, მწერალი
დათა ხარაიშვილი, მთარგმნელი
ქეთი ქანთარია, მთარგმნელი
ნუკა ღამბაშიძე, გამომცემელი
მანანა მათიაშვილი, მთარგმნელი
ვასილ გულეური, პოეტი, მთარგმნელი
ზურა პაპუაშვილი, პოეტი
მედეა იმერლიშვილი, ლიტერატორი, მთარგმნელი
თეონა ბექიშვილი, რედაქტორი
ნინო გოგალაძე, რედაქტორი
ბექა ადამაშვილი, მწერალი
ეკატერინე ტოგონიძე, მწერალი
მიხეილ ციხელაშვილი, მწერალი
თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი
თინა მამულაშვილი, გამომცემელი
ნატო ალხაზიშვილი, გამომცემელი
ანა ჭაბაშვილი, რედაქტორი
ნინო კიკნაძე, კულტურის მენეჯერი
კატო ჯავახიშვილი, პოეტი
გაგა ნახუცრიშვილი, პოეტი
ნინა სურამელაშვილი, მწერალი
ელენე ჯაფარიძე, მწერალი
თამარ ჟღენტი, პოეტი, მთარგმნელი
მაია დანელია, კულტურის მენეჯერი
თამარ გავაშელიშვილი, რედაქტორი
ია ჭინჭარაძე, პოეტი
ნინო ბექიშვილი, რედაქტორი
თაკო ფოლადაშვილი, მწერალი
ხათუნა ცხადაძე, პენცენტრის პრეზიდენტი, მთარგმნელი
ნატა ლომოური, პენცენტრის აღმ. დირექტორი, კულტურის მენეჯერი
მარიამ ჯანელიძე, ლიტერატურათმცოდნე
თამთა მელაშვილი, მწერალი
დალილა გოგია, მთარგმნელი
ზაზა ბიბილაშვილი, მწერალი
ანა ჯავახიშვილი, პოეტი
ხვიჩა ყალაბეგაშვილი, გამომცემელი
ნატო ინგოროყვა, პოეტი
ლანა კალანდია, მთარგმნელი
ზაზა კოშკაძე, მწერალი
ეკა ქევანიშვილი, მწერალი, პოეტი
ანინა გოგოხია, მთარგმნელი
ინა კულიშოვა, მთარგმნელი
დავით გაბუნია, მწერალი
მაკა კასრაძე, გამომცემელი…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved