უკრაინა ომის ზღვარზე და საქართველოს ხელისუფლების დუმილი – პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებია. ის მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საერთოდ არ გამოხმაურებია.
საკითხზე მთავრობის წარმომადგენლები ამ დრომდე დუმან. ერთადერთი ვინც განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი იყო “ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით”,- დაწერა ზალკალიანმა Twitter-ზე.
უკრაინის გარშემო სიტუაცია კვლავ დაძაბულია. საზღვართან ასობით ათასი რუსი ჯარისკაცია მობილიზებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.














კომენტარები