მთავრობა ზაფხულის საბურავების შესაძენად 2 მილიონ ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უკვე გამოაცხადა.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ შეძენილი საბურავები სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებსა და მუნიციპალიტეტებს გადაეცემა.
“სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გამოაცხადა 5 სხვადასხვა ტენდერი, ჯამში 2 მილიონი ლარის ღირებულების ზაფხულის საბურავების შესყიდვაზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისთვის. არ არის ცხადია გამორიცხული კორუფციული ელემენტები და არც ის, რომ ისევე, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, ამჯერადაც ისეთ კომპანიას მიანიჭონ ამ შესყიდვის უფლება და მიწოდების შესაძლებლობა, რომელიც იქნებოდა ერთი მხრივ ქართული ოცნების შემომწირველი და მეორე მხრივ კორუფციულ გარიგებაში შესული ქართული ოცნების წარმომადგენლებთან”, – თქვა ენმ-ის წევრმა, გიორგი კაპანაძემ.














კომენტარები