• რეკლამა
  • კონტაქტი
20:17, სამშაბათი, 28 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მთავრობამ ცესკოს თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა გაუხანგრძლივა

ალია ავტორი - ალია
12:11 07-14-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

მთავრობამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილის სახელმწიფო დაცვა გაუხანგრძლივა. “ქართული ოცნების” პრემიერის ირაკლი კობახიძის განკარგულებით, კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა ჯერ კიდევ გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ დაუნიშნეს.

8 ივლისს გამოცემულ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ცესკოს თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა 2026 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივეს.

“გიორგი კალანდარიშვილს დაენიშნოს/გაუგრძელდეს სახელმწიფო დაცვა შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში”, – წერია ბრძანებაში. გიორგი კალანდარიშვილს დაცვას სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა უნდა გამოუყოს.

ირაკლი კობახიძის გასული წლის ბრძანებაში აღნიშნული იყო, რომ დაცვა ცესკოს თავმჯდომარეს “საჭიროების გასვლამდე” ენიშნებოდა.

“2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის პერიოდში შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, სახელმწიფო დაცვა დაენიშნოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს”, – აღნიშნული იყო კობახიძის მიერ 2024 წლის 10 ოქტომბერს გამოცემულ ბრძანებაში.

საქართველოში 2025 წლის ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელსაც ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს და მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან
ახალი ამბები

სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან

15:04 10-28-2025
ახალი ამბები

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში

13:58 10-27-2025
ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved