• რეკლამა
  • კონტაქტი
09:25, ორშაბათი, 30 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მთავრობა მოლაპარაკებაზე უნდა წავიდეს ოპოზიციასთან… აშკარაა, რომ ხალხს ცვლილება სჭირდება, კოალიციური სისტემისთვის გააღოს კარი” – ნათია ფანჯიკიძე

ალია ავტორი - ალია
13:41 10-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება და წერს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციასთან მოლაპარაკება უნდა დაიწყოს და კოალიციური კარი გააღოს.

“ჩემი აზრით, ოპოზიციამ ამ სიტუაციაში შეუძლებელი შეძლო, პარალელურად მიმდინარე დაძაბული, დრამატული ხაზის ფონზე მაქსიმალურად სიმპატიურად გაიარეს გზა. “ნუმეროლოგიის” პრობლემა რომ არ ჰქონოდათ, კიდევ უფრო მეტს მიიმხრობდნენ. მოგება არ არის მხოლოდ რიცხვებში გამარჯვება. თვისებრივად ახალი კულტურული გარემოს შექმნა სცადეს და ნამდვილად წარმატებით. თუ შეძლებენ ყველა კრიტიკულ მომენტში ამ ელეგანტურობის შენარჩუნებას, შეუძლიათ დაიტრაბახონ, რომ საფუძველი გააჩინეს ცვლილებისთვის. საფუძველი ყველაფერია. სამწუხაროა, რომ მთავრობამ არაფერი დათმო. ახლა თუ აირია მონასტერი, სამოქალაქო დაპირისპირებაზე დიდი უბედურება ქვეყანას ვერ დაემართება. საქმე როცა აქამდე მიდის, არასდროს არცერთ მთავრობას არ შეუნარჩუნებია სკამი და თუ სისხლიც მოჰყვა, მაშინ ხომ გამარჯვებული ვეღარავინ გამოვა. ცეცხლსაშიში მდგომარეობა რომ არის, ამიტომ ვართ ყველა გადაძაბული. მძიმე აურა დგას ქვეყანაში. ჩემი აზრით, მთავრობა მოლაპარაკებაზე უნდა წავიდეს ოპოზიციასთან და რადგან ხალხის არჩევანიც სანახევროდ გადახრილია ოპოზიციისკენ, რადგან აშკარაა, რომ ხალხს ცვლილება სჭირდება, კოალიციური სისტემისთვის გააღოს კარი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დაბალანსდეს გარემო. ვიცი, რომ პოლიტიკის აზრზე არა ვარ. მაგრამ ‘მცოდნეებმა” რაც დაგვაწიეს, ხედავთ. ამიტომ ვაძლევთ თავს უფლებას ყველა, მივახმაროთ აზრი, რომელიც აგვარიდებს კატასტროფას. გამოცდილება მაინც ხომ ყველას დაგვიგროვდა, როცა მთავრობა ცვლილების ყველა ჭუჭრუტანას გმანავს, რა ხდება შემდეგ. “შუბის წვერზე ვერ ჩამოჯდები, მხოლოდ თავი შეგიძლია შეიმაგროო” – ძველი რაჭული ანდაზა ამბობს ამას, მაგრამ ნაპოლეონის სიტყვებადაა ცნობილი. ხოდა, შუბის წვერია უკვე”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე

09:00 03-28-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved