• რეკლამა
  • კონტაქტი
01:09, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მსუბუქ კორონაინფიცირებულს არ სჭირდება არანაირი მკურნალობა, ბევრი სითხე მიიღოს და მორჩა“ – პაატა იმნაძე

ალია ავტორი - ალია
11:05 10-20-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ მსუბუქ ავადმყოფს აბსოლუტურად არ სჭირდება არანაირი სპეციფიკური მკურნალობა.https://web.facebook.com/v7.0/plugins/quote.php?app_id=632119583488788&channel=https%3A%2F%2Fstaticxx.facebook.com%2Fx%2Fconnect%2Fxd_arbiter%2F%3Fversion%3D46%23cb%3Df38f26776a26514%26domain%3Dwww.newposts.ge%26origin%3Dhttp%253A%252F%252Fwww.newposts.ge%252Ff281b6c680be19%26relation%3Dparent.parent&container_width=705&href=http%3A%2F%2Fwww.newposts.ge%2F%3Fnewsid%3D243340&locale=en_US&sdk=joey

როგორც მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ასეთი პაციენტი უნდა იყოს მოსვენებული და ბევრი სითხე მიიღოს.

„ერთი შემთხვევა მაინც დაფიქსირდა, როდესაც რეანიმაციაში ადგილი არ იყო? ერთი შემთხევვა მაინც დამისახელეთ. დღეს მთავარი არის, რომ საავადმყოფოები არ გადაიტვირთოს იმ მსუბუქი ავადმყოფებით, რომელიც ძალიან ბევრი იქნება. რეანიმაციული ადგილები უნდა იყოს. საავადმყოფოები არ უნდა გადაიტვირთოს მსუბუქი პაციენტებით და მზად უნდა იყოს მძიმე პაციენტების მისაღებად, რათა ლეტალობა მინიმალური იყოს, რასაც ჯერჯერობით ვახერხებთ. ვამბობდით, ნიღაბი გაიკეთეთ და დისტანცია დაიცავით-თქო, რათა ამდენი შემთხვევა არ ყოფილიყო. ალბათ, ყველა შევაწუხე ჩემი მოწოდებებით, სხვა არაფერი არ არის დღეს იმისთვის, რომ ასეთი მზარდი რაოდენობა არ იყოს. მსუბუქ ავადმყოფს აბსოლუტურად არ სჭირდება არანაირი მკურნალობა, უნდა იყოს მოსვენებული, უნდა იაროს, ბევრი სითხე მიიღოს და მორჩა, ეს არის მისი მკურნალობა. მეტი არაფერი სჭირდება მსუბუქ ავადმყოფს. მძიმე ავადმყოფები უნდა მოხვდნენ საავადმყოფოში“, – განაცხადა იმნაძემ.

მან ბინაზე მკურნალობასა და ე.წ. კოვიდსასტუმროებში პაციენტების მიღებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ისინიც მსუბუქი ავადმყოფები არიან, რომლებსაც არავითარი სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდებათ.

„იმისთვის, რომ ადამიანმა ვირუსი არ გაავრცელოს, ამისთვის არსებობს ორი მეთოდი – ერთი არის ბინაზე თვითიზოლაცია, მეორე არის ე.წ. კოვიდსასტუმროები. კოვიდსასტუმროებშიც მსუბუქი ავადმყოფები არიან, უბრალოდ, ეს არიან ისინი, ვისაც ბინაზე თვითიზოლაციის საშუალება არ აქვთ. ეს ადამიანი უბრალოდ ვირუსის გამავრცელებელი არ უნდა იყოს. მას არავითარი სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდება“, – განაცხადა იმნაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved