• რეკლამა
  • კონტაქტი
15:44, კვირა, 11 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მსოფლიოში მიმოფანტული ქართველების ომი გადარჩენისთვის, რომელიც შეძრავს მთელ საქართველოს – მძიმე რეპორტაჟი ემიგრანტული ჩატიდან

ალია ავტორი - ალია
16:38 03-28-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

ეს მასალა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტული ქართველი ემიგრანტების ომზეა, რომელიც შეძრავს მთელ საქართველოს. ისინი კორონავირუსისგან ინფიცირებულ სამყაროში გაფანტულ, ბედის ანაბარა მიტოვებულ, ულუკმაპუროდ დარჩენილი თანამემამულეებისთვის გაერთიანდნენ. ეხმარებიან ყველგან: იტალიაში, ესპანეთში, ამერისკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, ჰოლანდიაში, საბერძნეთში, შვეიცარიაში….. 

მაშ ასე, “2020NEWS“ წარმოგიდგენთ ჩვენი დროის უსახელო გმირებს – ქართველ ვოლონტიორებს, რომლებსაც ვირუსის საფრთხე ყველა ფეხის ნაბიჯზე ემუქრებათ, მაგრამ უკან არ იხევენ, რადგან ახლა მათ უკან სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული საქართველოა!!!

„ღმერთმა ეს ომი მოგვაგებინოს და მართლა დავბრუნდეთ სამშობლოში, შევხვდეთ და ვიმეგობროთ კიდეც. მიყვარხართ საქართველოს შვილებო, მსოფლიოში მიმობნეულებო და მუდამ ძლიერებო!“,- ასე ამხნევებს ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი მსოფლიოში ასიათასობით მიმოფანტულ საქართველოდან წასულ შვილებს.

„5 დღის წინ ბარიში დაიბადა პატარა ნიკოლოზი. ერთი ძალიან კარგი ამბავი მაინც მოხდა, უმაგრესი“, – ახარა დანარჩენ ქართველებს კიდევ ერთმა ემიგრანტმა.
„გავუძლებთ, ათას ჭირგამოვლილი ერი ვართ!“, – წერს კიდევ ერთი.

„არ შეგეშინდეთ, არც პანიკაში ჩავარდეთ, არ დარჩებით მარტო, არ ინერვიულოთ. ყველას საერთო განსაცდელი გვაქვს და აუცილებლად გადავიტანთ, გავუძლებთ ერთობით და რწმენით“, – ეს კიდევ ერთი იმედიანის შეხმიანებაა.

ასე გრძელდება ქართველების შეხმიანებები, თითქმის, უსასრულოდ – კორონავირუსმა ყველგან გააერთიანა საქართველო – საქართველოსთვის და ქართველებისთვის!

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კორონავირუსის შიშში გახვეულ მსოფლიოში მიმოფანტულმა ემიგრანტმა ქართველებმა ერთმანეთის დასახმარებლად და გამხნევებისათვის კრიზისის მართვის ცენტრი შექმნეს და ერთმანეთს გადასძახეს – ამერიკაში, იტალიაში, ესპანეთში, საბერძნეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, შვეიცარიაში… – არ შეგეშინდეთ, მარტო არ ხართ, ამ საერთო განსაცდელს ერთად გადავიტანთო – და გადააქვთ, როგორც შეუძლიათ. ვიდრე სამშობლოში ვერ ბრუნდებიან, ასე პატრონობენ ერთმანეთს.

„ბევრი არც გვიფიქრია, ან საფიქრალი რა იყო, კრიზისის მართვის ჯგუფი შევქმენით და გავერთიანდით. არც ვიცი, როგორ ვთქვა, სასწაული მობილიზაციაა, ვისაც რა შეუძლია, მზად არის დაეხმაროს გასაჭირში ჩავარდნილ თანამემამულეებს. შემოდის ინფორმაცია, ვინ სად არის დასახმარებელი და ვცდილობთ, უსწრაფესად მოვაგვაროთ ეს პრობლემები – დავაპუროთ, წამლები მივუტანოთ, ღია ცის ქვეშ დარჩენილებს თავშესაფრები ვუქირავოთ. 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ საელჩოები. ამ შავმა ჭირმა გაგვაერთიანა… დავძლევთ, აუცილებლად დავძლევთ ამ განსაცდელს ერთად დგომით“, – განუცხადა „2020NEWS“-ს კრიზის მართვის ჯგუფის ერთ-ერთმა შემქმნელმა, ინა ასანიძემ, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში იმყოფება.

„აუცილებლად უნდა გადავუხადო მადლობა დიანა ბაგრატიონს, მაკა კვერენჩხილაძეს, ლეილა ჯინორიას, რუსუდან გალდავას, ეკა შერგელაშვილს, ეკა კალაძეს, ნინო ჩეხოშვილს, მზია წულუკიძეს, ირმა შამათავას, ნატო ასლანიკაშვილს, ლალი კალანდაძეს, ირმა ბექაურს – ამ ადამიანებმა სამ-სამჯერ და ოთხ-ოთხჯერ გადარიცხეს თანხები თანამემამულეების დასახმარებლად. არ შემიძლია რომ არ ვთქვა, რომ არა ჩვენი ფსიქოთერაპევტი, მარინა კოლხიდაშვილი, ბევრის უმძიმეს ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამოყვანა გაგვიჭირდებოდა. 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ძალიან დიდი მადლობა ქართული საერთაშორისო კოალიციის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ ჩხეიძეს და ამ საბჭოს წევრებს – მანანა გოგოლაძეს, თამარ შალამბერიძეს, ელიზა აბელაშვილს, ამ ადამიანების საოცარი მობილიზება და გვერდით დგომა რომ არ ყოფილიყო, ბევრ რამეს ვერ შევძლებდით. ასევე ძალიან დიდ მადლობას ვუხდით გოგა მამფორიას, რომელიც იურიდიული საკითხების მოგვარებაში დაგვეხმარა “, – ამბობს ინა ასანიძე.

„საერთო ჩატი შევქმენით, რომ სწრაფად მივიღოთ ინფორმაციები და ასევე სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება. ასეთი რამ არ მინახავს, თავს არ იზოგავს არავინ. ვისაც რა შეუძლია, მზად არის, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც მიხედონ თანამემამულეებს“.

და „2020NEWS“-მა ცოტა ხნით ამ ჩატში შეიხედა და ეს არის რეპორტაჟი ჩატიდან. ბუნებრივია, აქ ყველაფრის დაწერა, უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ჩატში 24 საათის განმავლობაში არიან ხაზზე ადამიანები და 24 საათის განმავლობაში შედის ინფორმაციები…

„არ შეგეშინდეთ, არც პანიკაში ჩავარდეთ, არ დარჩებით მარტო, არ ინერვიულოთ. ყველას საერთო განსაცდელი გვაქვს და აუცილებლად გადავიტანთ, გავუძლებთ ერთობით და რწმენით;
გავუძლებთ, ათას ჭირგამოვლილი ერი ვართ!

ქართველობა საამაყო გახდებაო, ასე ამბობს წმინდა მამა.

მე გავედი უკვე ხალხის სამსახურში…

მე დავდივარ საყიდლებზე, ბაზარში და მარკეტებში რიგებია უსაშველო, წამლები ვიყიდე უკვე და მიმაქვს…

ახლა ყველგან ყველაფერი გადატვირთულია, როგორმე ამ ტალღას უნდა გავუძლოთ და მერე დაწყნარდება ყველაფერი.
ყველაფერი ვიყიდე და ვიწყებ დარიგებას

10 ადამიანს საკვები აქვს უკვე…

მეც ვიწყებ დარიგებას….

რამდენიმე გოგო მშიერია რომში….

მივხედავთ…

რა სასწაულებს აკეთებთ, ამას გმირობაზე მეტი ჰქვია…

არაჩვეულებრივი ხალხია იტალიელები. ვანახე პროდუქტები რომ მიმაქვს და დახმარებას რომ ვუწევ ადამიანებს. შემივსეს ფურცელი და გამომიშვეს, არც ჯარიმა, არც არაფერი…

გერმანიაში 8 ადამიანია ღია ცის ქვეშ…

იტალიაში 5 ქალი უფულოდააა…

არ ინერვიულონ, მივხედავთ, დამატებითი დეტალები დაწერეთ…

100 ევროს გადმოვრიცხავ ახლა…

ვის მივაწოდო ფული?

გამაგებინეთ კიდევ რა არის საჭირო…

100 ევროს მეც გადავრიცხავ ახლა…

საქართველოდანაც გადმოგვირიცხეს ფული, მამა გიორგის (მამა გიორგი წერეთლის) მრევლმა გადმორიცხა ფული.

მრევლმა გადმორიცხა ხალხნო, წარმოგიდგენიათ, მეტირება…

მილანში არის ვინმე, ვისაც დახმარება შეუძლია? – 11 ქალი ზის მშიერი

ესპანეთში ვის შეგიძლიათ?

მადლობა დიდი, ჩვენო ძაან მაგარო ქართველებო…

ახლა წამლები მიმაქვს ჩვენებისთვის სხვა ქალაქში, ძალიან გამკაცრებულია კონტროლი… რომ დავბრუნდები, პროდუქტების დარიგებას გავაგრძელებ…

დღეს ვერ მოვასწრებ ფულის აღებას, იმ 10 ქალს საჭმელი ვუყიდე და მივუტანე.

დავარიგე პროდუქტი დღეს, ერთი ოჯახი დამრჩა და მოვრჩები, ხვალ 3 ოჯახი მყავს სიაში…

დღეს ვერ ვიაქტიურე, ვერ ვიყავი კარგად, როგორ მეამაყებით ჩემო გულადებო, ძლიერებო, ერთგულებო და ფუსფუსებო. ახლა აღარ მეშინია ემიგრაციაში სიკვდილის. მომაწოდეთ გვარი, რომ ფული ჩავრიცხო…

მომწერეთ კრიზის ცენტრის ანგარიშის ნომერი… მოვიდა დრო, ახლა საქართველოში მაცხოვრებლები დაგეხმარონ… აქამდე თქვენ შეიდგით მხრებზე საქართველო და მოვიდა დრო, ერთად დავიდგათ უღელი და ერთად გავწიოთ ჭაპანი.

კიდევ თუა საჭირო თანხები და ვინმეს უჭირს, მომწერეთ, ვიზამ რამეს….

მოკლედ, ჩემთან შემოვიდა 680 დოლარი და გიგზავნით… ფულსაც და დოკუმენტებსაც…

ახლა გადართულები ვართ ესპანეთზე…

სამოქალაქო გმირობა ჩაიდინეთ ყველამ, ყოჩაღ!

დილიდან ვიწყებთ ისევ, ქვეყნის სამსახურში ჩადგომას!

ფლორენციაში არის ვინმე აქედან, გოგოს უჭირს ძალიან, ნახეთ აუცილებლად, ფეხი აქვს მოტეხილი და არ მუშაობს.

დავურეკავ, ნომერი მომეცით…

ველაპარაკე, 4 ქალია ბინაში, უმუშევრები არიან…გვეწურება ყველაფერიო…

მე მაქვს ცოტა ფული და გადავუგზავნი…

მეც შემიძლია დავეხმარო…

არ ინერვიულონ, ჩვენ აქ ვართ, არ გავუჭირვებთ!

შევაჯამოთ დღევანდელი დღე – 1. რამდენიმე კვირის საკვები ჩავუტანეთ საბადელში 3 სულიან, დაინფიცირებულ, პატარაბავშვიან ოჯახს, 2. ორი დღის საკვები მივუტანეთ მამაკაცს. 3. ორი კვირის საკვები მივუტანეთ ვალენსიაში 2 შვილიან, უსაბუთო ოჯახს. 4. წამლები შევუკვეთეთ აფთიაქში და ხვალ გადავცემთ… 5. ვუქირავეთ ოთახი, დავაბინავეთ და საკვები მივუტანეთ კარავში მცხოვრებ ოჯახს – ეს გააკეთა დღეს ბარსელონას წმინდა ნინოს სამრევლოსთან არსებულმა კრიზის ჯგუფმა. ხვალ ვიწყებთ უფრო მეტს – წერს ქართველი არქიმანდრიტი.

მამაო, ხვალიდან ყველა ჩავერთოთ ესპანეთში. ძალა ერთობაშია და ყველაფერი კარგად იქნება.

ძალიანაც რომ უნდოდეთ, ახლა ვერავინ დაბრუნდება საქართველოში და რაც შეგვიძლია, ყველამ უნდა გავაკეთოთ…

ფრთხილად იყავით, ეცადეთ ყველა ზომა მიიღოთ, რომ დაავადება თავიდან აიცილოთ…

ახლა საქართველოზე ვღელავ, ევროპელების დაბრუნება არ იქნება სახარბიელო…

ისეთი ერთიანობის შეგრძნება მაქვს, მგონია ახლა დავიბადე…

მამა გიორგი, მიყვარხართ, უფალმა დაგლოცოთ…

სადაც არის ერთობა, იქ არის უფალი…

ასეთი რამ არ განმიცდია არასდროს, ბედნიერი და ამაყი ვარ!

უფალი თუ ჩვენთანაა, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება ჩვენს წინააღმდეგ…

მილანში 11 ქალი ზის ერთ სახლში – დავრეკავ მილანში და მიხედავენ….

სუპერ გოგო ხარ თეა… მეც დღეს 7 ქალს მივუტანე საკვები, მშივრები არიან…

რომში დასახმარებელია ცოლ-ქმარი, გოგო ფეხმძიმედ არის….

ეს პატარა ელენიკოს, რომელიც ავადააა – ვუყიდე ყველაფერი და მიმაქვს.

მოვიდა თემური ჩემთან, გამოვიტანე 100 ევრო ტორონტოშო გადასაგზავნად…

ამსტერდამში თუ გვყავს ვინმე, ვინც იქაურ ემიგრანტებს ეკონტაქტება? – მომწერეს რომ იქ 4 ადამიანია, მათ შორის ფეხმძიმე ქალბატინია. სახსრების გარეშე დარჩნენ. დაიკეტა მგონი მათი სამსახური, რესტორანში მუშაობდნენ…

მომეცით ნომერი, მივეხმარებით, აბა ისე ხომ არ დავტოვებთ…

არ დარჩებიან უპატრონოდ, იქ კარგი გოგოები გვყავს….

ძალა ერთობაშიაააა – და მართლაც, ძალა ერთობაშია!!!!

რა მაგრები ხართ, 10000-ჯერ მეტი ენერგია მემატება ამდენ სიკეთეს რომ ვხედავ.

მადლობა, მადლობა და ბევრი მადლობა თქვენ ყველას.

დამრჩა ორი ფეხმძიმე და ხვალ დავეხმარები…

რა მაგარი გოგო ხარ, თეა, უმაგრესი, ოქროს გოგოვ…

ამსტერდამის პრობლემა მოგვარებულია, საელჩომ მოუგვარა. ბინაში შეიყვანეს და საკვებიც მისცეს. გამომგზავრების პრობლემაა, ფული არ აქვთ. იქნებ ცოლ-ქმარი რამენაირად გაფრინდნენ, ქალი ფეხმძიმედა….

მადლობა ინა – შენი და მთელი ჯგუფის მეცადინეობა ერის წინაშე ოქრის ასოებით ჩაიწერება.

რომში ფეხმძიმე ქალბატონია მისახედიო, არავინ არ ხართ რომისკენ? – მივხედავთ – მამაო.

მომეცით ტელეფონი, ჩემი და მიხედავს.

მილანიც მოგვარებულია!

ჰოლანდიაში 18 ადამიანია ღია ცის ქვეშ დარჩენილი და მისახედები გვყავს – მივხედოთ!

გაბარებთ ანგარიშს – ჰოლანდიაში საელჩომ დააბინავა ეს ქართველები. დანარჩენმა ქართველებმა კი თანხები შეაგროვეს, რომ 31 მარტამდე არაფერი მოაკლდეთ მათ.

მადლობა ჩვენს ვალანტიორებს ესპანეთში იტალიაში გერმანიაში და ბელგია ჰოლანდიაში @Irina Macharashvili @Manana Jincharadze @Tea Tea @Irma Kapanadze @ნინო ბერიძე @Tamriko Shalamberidze @Manana Gogoladze @Anna Balamtsarashvili @Nona Ugulava @Demna Amaglobeli @Goga Mamporia @Irma Kupreishvili

@ლელა კუხიანიძე – მადლობა, რომ ხართ. მადლობა, რომ ამ მძიმე პერიოდში უშიშრად დადიხართ ქალაქიდან ქალაქში და ეხმარებით ჩვენს თანამემამულეებს. თქვენ გმირები ხართ. მიყვარხართ და მეამაყებით!
@არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი თქვენ განსაკუთრებული მადლობა, მამაო. სიტყვები არ მყოფნის რასაც აკეთებთ .

მეამაყებით თითეული თქვენთაგანი შენ ჩვენი მხედართმთავარი ხარ ინა ასანიძე“…

ჩატში მიმოწერები, რა თქმა უნდა, ახლაც გრძელდება. მიმოწერები დახმარებაზე, გვერდით დგომაზე, სიკეთეზე, გადარჩენაზე, სიყვარულზე…

ღმერთი დაბრუნდა ადამიანებში დედამიწაზე და მიუხედავად იმისა, რომ ახლა ძალიან უჭირს მსოფლიოს, მიუხედავად იმისა, რომ ხელჩართულ ომში ვართ ვირუსთან, რომელიც გვართმევს დედებს, მამებს, ბებიებს, ბაბუებს, შვილებს, დებს, ძმებს, ექიმებს, საყვარელ ადამიანებს; მიუხედავად იმისა, რომ შიშის თვალებით ვუყურებთ ახალი დღის გათენებას და გაფაციცებით ველოდებით ციფრებს, იმის იმედით, რომ დღეს უფრო ნაკლები მსხვერპლი იქნება, ხვალ უფრო ნაკლები, ზეგ კიდევ უფრო ნაკლები და ასე შემდეგ, უფრო დიდი ძალა აქვს იმედს – რომ ერთად შევძლებთ და გადავიტანთ ამ განსაცდელს.

და ვიდრე სხვადასხვა კონფესიები იმაზე მსჯელობენ, სად უნდა ილოცონ მორწმუნეებმა, ადამიანები ასე ახლოს საკუთარ ღმერთებთან არასოდეს ყოფილან. ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სად ილოცებენ ადამიანები, რადგან ღმერთი დედამიწაზე ჩამოვიდა და სიყვარულის და სიკეთის სახით ადამიანებში დადის. სიყვარული და სიკეთე კი, ყველაზე ძლიერი ლოცვაა, რომელიც დედამიწას შემოეხვევა და გადაარჩენს!

2020news.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved