ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 150 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 150 530 783 შემთხვევა გამოვლინდა, 3 165 978 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 86 485 449 – გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 32 288 904 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 575 193 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
კომენტარები