ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 149 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 149 036 962 შემთხვევა გამოვლინდა, 3 141 143 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 86 485 449 – გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 32 214 382 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 574 156 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
კომენტარები