ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 43 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 43 009 311 შემთხვევა გამოვლინდა, 1 153 857 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 28 959 776 – გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 8 636 165 შემთხვევაა გამოვლენილი და 225 230 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
კომენტარები