• რეკლამა
  • კონტაქტი
05:38, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მსოფლიომ გაიგოს, რომ ქართველებმა რუსები გავტროლეთ მაშინ, როდესაც ასეთი ჩაფეხვილი მთავრობა გვყავს!”-ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
10:56 02-02-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

„2012 წელს რომ თვალები ფართოდ გაგვეხილა – და ჩვენ ამაზე ვლაპარაკობდით, უბრალოდ, საპირისპირო მხარე ვიყავით და ჩვენი არ ესმოდათ – ქართული ოცნების პროგრამაში ეწერა, რომ დაპირისპირების საგანი არ უნდა იყოს ჩვენი საკითხი დასავლეთსა და რუსეთს შორის, ამ პროგრამით მოვიდა ეს ხალხი 2012 წელს. შენ 2012-ში ცვლილება გინდოდა, მაგრამ ეს ხომ არ გინდოდა, რაც მივიღეთ? ჩვენ ხომ უნდა გავიზარდოთ და ახლა ისეთი ცვლილება განვახორციელოთ, რომ ასეთი გზავნილები არ გაგვეპაროს. ის, რასაც დღეს შედეგად ვიღებთ, [ქართული ოცნების კოალიციაში მყოფი] იმ პროდასავლური ნაწილის ბრალია, რომელსაც ეს გაეპარა, ამას ყურადღება არ მიაქცია. როდესაც კაცი ამბობს, რომ ასავალ-დასავალი არის ქართული ტრადიციების ფლაგმანი, ეს მნიშვნელოვანი მესიჯია, სიტყვებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და რეზოლუციასაც ასე ვუყურებ. 

ეს სიფრთხილეც არ არის. სიფრთხილე არის ახლა ხმამაღლა რუსეთზე ყვირილი, პირიქითაა საქმე, ამოყირავებულია ყველაფერი. ჩვენ საფრთხეს ვინ გვიქმნის? ჩვენ საფრთხეს გვიქმნის რუსეთი და ჩვენი სიფრთხილე მხოლოდ მასთან დაპირისპირებაში გამოიხატება, რომ ვინმემ დაგვიცვას. ჩვენ თუ არ ვაღიარეთ რუსეთი საფრთხედ, ჩვენ თვითონვე თუ არ დავუძახეთ, პოლონელი რატომ აღიარებს და რატომ მიგვიღებს იმ კავშირში [დიდი ბრიტანეთი-უკრაინა-პოლონეთის კავშირი], რომელიც ახლა იქმნება და ძალიან საინტერესო პროცესია მაშინ, როდესაც ამერიკა ავღანეთიდან გასულია და რუსეთი რომ არ ეწეოდეს ამ ბულინგს, ალბათ, ამერიკა აქეთ არც გამოიხედავდა. 

ჩვენ, როგორც საზოგადოება უნდა გავიზარდოთ-მეთქი, რომ ვამბობ, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება პოლიტიკურ ელიტას, მედიას. ჩვენ აღქმის პრობლემა გვაქვს. ადრეც ხომ გახსოვთ, სააკაშვილზე რომ ამბობდნენ სისულელეს, ლილიპუტინი დაუძახა და ამიტომ გაბრაზდა პუტინიო. ჯერ ერთი, არ დაუძახია. მერე მეორე, 2005 წელს ვლადიმირ პუტინმა საკუთარ ხალხს მიმართა და უთხრა, რომ მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო საბჭოთა კავშირის დანგრევა, ეს იყო რუსი ხალხის ნამდვილი ტრაგედია და ეს უნდა შევცვალოთო. მე ახლა მას საელჩოზე რას მივუნათებ, ამის მიხედვით იცვლის გეგმებს? მე საელჩოზე იმიტომ ვუნათებ, რომ ყურადღება მივიქციოთ და საერთაშორისო საზოგადოებამ გაგვაშუქოს. მაშინ, როდესაც ასეთი ჩაფეხვილი მთავრობა გვყავს, რომელიც თავის არც მორალურ და არც პრაგმატულ ვალდებულებას არ ასრულებს, მსოფლიომ გაიგოს, რომ ქართველებმა რუსები გავტროლეთ. ეს იყო საერთაშორისო და უკრაინულ მედიაში ჰედლაინი“, – ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა TV პირველის ეთერში შეაფასა ქართული ოცნების მიერ შემუშავებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved