მსოფლიო ბანკი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 12 მილიარდ დოლარს გამოყოფს.
ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.
„ვინაიდან COVID-19-მა 60-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა, მსოფლიო ბანკი უზრუნველყოფს წვდომას 12 მილიარდი დოლარის ოდენობის საწყის პაკეტზე, როგორც გადაუდებელი დახმარება გლობალური ეპიდემიის სამედიცინო და ეკონომიკური შედეგების გადალახვის მიზნით. აღნიშნული დაფინანსება სახელმწიფოებს დაეხმარება ეფექტური ზომები მიიღონ და სადაც შესაძლებელია, შეამსუბუქონ შედეგები“, – ნათქვამია განცხადებაში.
მსოფლიო ბანკში განმარტავენ, რომ სახსრები განვითარებადი ქვეყნების დახმარებაზე დაიხარჯება, რათა მათი ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება მოხდეს.
კომენტარები