• რეკლამა
  • კონტაქტი
21:02, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მსახიობი, ტელეწამყვანი და პედაგოგი მანანა მაჩაბელი გარდაიცვალა

ალია ავტორი - ალია
10:40 08-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

მსახიობი, ტელეწამყვანი და პედაგოგი მანანა მაჩაბელი 81 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგის, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორის მანანა მაჩაბელის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს“, – ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

მანანა მაჩაბელმა სამსახიობო საქმიანობა 1961 წლიდან დაიწყო. 1961-1963 წლებში იყო სანკულტურის თეატრის მსახიობი; 1963-1964 წლებში სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი; 1964-1967 წლებში კოტე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი; 1967-1987 წლებში ქ. რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი; 1977-1991 წლებში საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის დიქტორი, წამყვანი; 1991-1997 წლებში საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის სპეციალისტი; 1992-1996 წლებში მოზარდთა სახლ „ამქორის“ ფსიქოლოგი-პედაგოგი (დრამოთერაპია); 1977-1988 წლებში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი – თეატრისა და კინოს სამეცნიერო კვლევების სექტორი, შემოქმედებითი კვლევის ლაბორატორია – ფსიქოლოგი, უმცროსი-მეცნიერ თანამშრომელი, 1988-2007 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977 წლიდან დღემდე იყო შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ლექტორი (ზოგადი ფსიქოლოგია, ხელოვნების ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, კონფლიქტებისა და სტრესების მართვა, კომუნიკაციის თეორია).

იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი (1980). მინიჭებული ჰქონდა ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი (2006).

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved