ყაზბეგში დღეს დილით მთის ფერდობზე ზვავი მოწყდა და 5 ტურისტი ყინულის საფარქვეშ მოიყოლა. სამაშველო ოპერაციის შედეგად ხუთივე ტურისტი ამოიყვანეს.
შემთხვევა ზღვის დონიდან 4 700 მეტრ სიმაღლეზე მოხდა. დაშავებულთა შორის პოლონელი და უკრაინელი ტურისტები არიან. მათგან 2 უვნებლად ამოიყვანეს, სამი კი სხვადასხვა სახის მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაშავებულები ყაზბეგის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
კომენტარები