• რეკლამა
  • კონტაქტი
02:17, პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოვითხოვთ ამომრჩევლის სრული ბაზა გადაეცეს ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას – გახარია

ალია ავტორი - ალია
16:50 10-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
194

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია საგანგებო განცხადებას აკეთებს და ცესკოს მიმართავს.

გახარია საქართველოსთვის ლიდერი ცესკოსგან სმარტმატიკთან გაფორმებული კონტრაქტისა და მასში შეტანილი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს.

მოვითხოვთ ამომრჩევლის სრული ბაზა გადაეცეს ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას, სადაც თითოეულ ამომრჩეველს უნდა შეეძლოს, გადაამოწმოს:

  1.  მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში 
  2.  რომელ უბანზე მიიღო მონაწილეობა   
  3.  რომელ საათზე მიიღო მონაწილეობა”- თქვა რამდენიმე წუთის წინ გიორგი გახარიამ. 

მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც უპასუხა და თქვა, რომ “ძლიერი საქართველო” ბაზების გასაჯაროვებას არ ითხოვს. გახარიას თქმით, საუბარია ამომრჩევლის მიერ საკუთარი ხმის მიცემის ფაქტის დადასტურებასა და დაცვაზე.

დღეს ცესკო გამოვარდა და თქვა, რომ ეს ყოველივე პირად მონაცემებსა და კანონს არღვევს. მინდა შევახსენო ცესკოს, რომ არავინ ითხოვს ბაზების გასაჯაროვებას. საუბარია ამომრჩევლის მიერ საკუთარი ხმის მიცემის ფაქტის დადასტურებასა და დაცვაზე. 

ცესკოს საიტზე დღესაც არსებობს საინფორმაციო ბაზა, სადაც თითოეულ ჩვენგანს, შეუძლია, შევიდეს, გადაამოწმოს საკუთარი თავი და ნახოს, რომელ უბანზეა მიწერილი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ მონაცემებს დაემატოს ის რეკვიზიტები, რომელიც ჩამოვთვალე”, – თქვა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, ცესკოს ამ მონაცემების გასაჯაროვება უპრობლემოდ შეუძლია:

“დღეს ყველა ეს ინფორმაცია ცესკოს განკარგულებაშია, მათ ამის გაკეთება შეუძლიათ ერთ საათში. ჩვენ არ ვიცით, სმარტმატიკთან კონტრაქტი როგორ არის გაფორმებული და როდემდე შეინახება ეს ინფორმაცია, შეიძლება ერთ-ორ კვირაში, 10 დღესა ან ერთ თვეში, ეს ინფორმაცია ჩვენთვის მიუწვდომელი გახდეს. მეორეს მხრივ, ამხელა დაძაბულობასა და პოლიტიკური კრიზისის პირობებში, როდესაც ქვეყანას ევროპული გზა ეკეტება და სახელმწიფოს სჯერა თავისი ქმედებების, ამ ინფორმაციის გასაჯაროვება, ერთხელ და სამუდამოდ, საკითხს დახურავს”, – დასძინა გიორგი  გახარიამ. (ტვპირველი)

თეგები: გიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved