• რეკლამა
  • კონტაქტი
00:19, სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოწმენი ვართ სიძულვილის უკიდურესი გამოვლინებების… საქმე ოკულტურ რიტუალებამდეც მივიდა და მჩხიბაობის აქტიც შედგა” – საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
10:27 12-12-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
441

მოწ­მე­ნი ვართ სი­ძულ­ვი­ლის უკი­დუ­რე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი­სა. სამ­წუ­ხა­როა, რომ საქ­მე ოკულ­ტურ რი­ტუ­ა­ლე­ბამ­დეც მი­ვი­და და მჩხი­ბა­ო­ბის აქ­ტიც შედ­გა – ქრის­ტი­ან ადა­მი­ანს კარ­გად უნდა ეს­მო­დეს, რომ მჩხი­ბა­ო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა გა­სარ­თობ სა­ნა­ხა­ო­ბად აღიქ­მე­ბო­დეს, ეს გვა­შო­რებს ღმერ­თს და გვმარ­თებს სიფრ­თხი­ლე, – ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს, რი­თაც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თულ პერ­ფორ­მანსს, კერ­ძოდ კუ­ბოს დაწ­ვას ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ეკის­რე­ბათ.
“დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სი­ძულ­ვილ­მა ზღვარს მი­აღ­წია, არ ჩანს ორ­მხრი­ვი დი­ა­ლო­გი­სა და დის­კუ­სი­ის მზა­ო­ბა, რაც სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და.

მოწ­მე­ნი ვართ სი­ძულ­ვი­ლის უკი­დუ­რე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი­სა. სამ­წუ­ხა­როა, რომ საქ­მე ოკულ­ტურ რი­ტუ­ა­ლე­ბამ­დეც მი­ვი­და და მჩხი­ბა­ო­ბის აქ­ტიც შედ­გა. ამას გარ­და, პარ­ლა­მენ­ტის წინ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბის დროს მო­მი­ტინ­გე­ებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს კუბო, რო­მელ­ზეც მა­ცხოვ­რის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა იყო ამოკ­ვე­თი­ლი. ამ წარ­მოდ­გე­ნის დროს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა კუბო და მას­ზე მა­ცხოვ­რის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა დაწ­ვეს.

რა­ო­დენ სამ­წუ­ხა­როა, რომ ასე­თი ქმე­დე­ბე­ბი კი­დევ უფრო აპი­რის­პი­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­აზ­რე­ბუ­ლი მკრე­ხე­ლო­ბაა მათი მხრი­დან, ვინც და­ა­ორ­გა­ნი­ზა სა­ნა­ხა­ო­ბე­ბი ან შეგ­ნე­ბუ­ლად მო­ნა­წი­ლე­ობ­და მათ­ში, მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც სწო­რედ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ეკის­რე­ბათ.
ეს და მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი გვახ­სე­ნებს ეკ­ლე­სი­ე­ბის დარ­ბე­ვი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის მძი­მე პე­რი­ოდს, რო­მე­ლიც ჩვენს უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში გა­მოვ­ცა­დეთ. ვფიქ­რობთ, ამ ქმე­დე­ბებ­ში ნა­წი­ლი მო­მი­ტინ­გე­ე­ბი­სა გა­უ­აზ­რებ­ლად აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში მარ­თებთ მათ ამ აქ­ტე­ბის სიმ­ძი­მის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი სი­ნა­ნუ­ლი.

ქა­შუ­ე­თის ტა­ძარ­ში მო­მი­ტინ­გე­თა და­სახ­მა­რებ­ლად სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ყო­ველ­ღა­მე ათე­ნე­ბენ, მო­მი­ტინ­გე­ე­ბის ნა­წი­ლი კი ტა­ძარ­ში შე­დის და მათ­თან ერ­თად ლო­ცუ­ლობს. ბუ­ნებ­რი­ვია, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ტაძ­რის მიმ­დე­ბა­რედ მსგავ­სი რი­ტუ­ა­ლე­ბი მი­ზან­მი­მარ­თულ პრო­ვო­კა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს და ასე­ვე შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია მორ­წმუ­ნე­თათ­ვის, გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, მო­მი­ტინ­გე­თა შო­რის არი­ან თუ არა ისი­ნი.

ქრის­ტი­ან ადა­მი­ანს კარ­გად უნდა ეს­მო­დეს, რომ მჩხი­ბა­ო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა გა­სარ­თობ სა­ნა­ხა­ო­ბად აღიქ­მე­ბო­დეს, ეს გვა­შო­რებს ღმერ­თს და გვმარ­თებს სიფრ­თხი­ლე, უნე­ბუ­რად არ აღ­მოვ­ჩნდეთ ოკულ­ტუ­რი მსა­ხუ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ნი.

სა­ქარ­თვე­ლო ქრის­ტი­ა­ნო­ბის­თვის მო­წა­მე­თა ქვე­ყა­ნაა და გზა, რო­მე­ლიც სიწ­მინ­დე­ე­ბის გა­თელ­ვა­ზე გა­ივ­ლის, დამ­ღუპ­ვე­ლია. უფალ­მა მოგ­ვა­ნი­ჭოს გული გო­ნი­ე­რი, სიმ­დაბ­ლე და ურ­თი­ერ­თსიყ­ვა­რუ­ლი“, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას

15:41 02-09-2026
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
ახალი ამბები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

14:34 02-09-2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ახალი ამბები

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია

14:23 02-09-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved