სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმზე გდდ-ს ყოფილ მარალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილსი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა – გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გამოაცხადა.
ამ წუთიდან შაიშმელაშვილზე ძებნა გამოცხადდება. ის დღევანდელ პროცესს არც დისტანიცურად არ ერთვებოდა.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ირწმუნება, რომ ირაკლი შაიშმელაშვილი შსს-ს თანამშრომლების დემორალიზებას ცდილობდა.
კომენტარები