უკრაინელი ლეონიდ იაკოვიშინს, გარდა იმისა, რომ აგრარულ სექტორში დასაქმებული მეწარმე და საკმაოდ მდიდარი ადამიანია, აგროწარმოებაში შეტანილი წვლილისთვის 2004 წელს უკრაინის გმირის წოდებაც მიენიჭა.
ბიზნესმენი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მავზოლეუმის გამო მოხვდა, რომელიც შიგნიდან ნაპოლეონ ბონაპარტის საფლავის მსგავსია. მავზოლეუმის მშენებლობა 10 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა და მასში 3-5 მილიონ დოლარამდე დაიხარჯა.
მავზოლეუმში არის სარკოფაგი რომლის ღირებულებაც 150 ათასი დოლარია, წონა კი 2 ათეულ ტონას აღწევს.
ამასთან ერთად მავზოლეუმში არის იაკოვიშინის 4 მოოქროვილი სკულპტურა – 20, 40, 60 და 80 წლის ასაკში.
“მავზოლეუმი ღია იქნება ყოველდღე 10:00-დან 17:00 მდე, გარდა უქმე დღეებისა, ეს მაშინ როდესაც მე სამოთხეში ვიქნები,” – აცხადებს 81 წლის ლეონიდ იაკოვიშინი.
„რუსთავი 2“
კომენტარები