• რეკლამა
  • კონტაქტი
14:47, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოიპარეს ჩემი გოგონა… ამ დღეებში მისთვის ოპერაცია უნდა გაგვეკეთებინა” – რას ჰყვება მამა 13 წლის მოზარდზე, რომელიც 16 წლის ბიჭთან ერთად დაიკარგა

ალია ავტორი - ალია
16:44 03-02-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
339

ამ დრომ­დე ეძე­ბენ იორ­მუ­ღან­ლო­დან და­კარ­გულ ორ მო­ზარდს. 13 წლის გო­გო­ნა და 16 წლის ბიჭი 28 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ არა­ვის უნა­ხავს. სო­ფელ­ში ამ­ბო­ბენ, რომ მათ ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარ­დათ და ისი­ნი ოჯა­ხის შექ­მნის მიზ­ნით გა­ი­პარ­ნენ. გო­გოს ოჯა­ხი კი ამ­ბობს, რომ მათ შვილს გა­თხო­ვე­ბა არ უნ­დო­და და შე­საძ­ლოა, ის მო­ი­ტა­ცეს.

ცნო­ბი­ლია, რომ გუ­შინ პო­ლი­ცი­ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით, პო­ლი­ცი­ი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ბი­ჭის მამა და ბიძა და­ა­კა­ვა.
მო­ზარ­დე­ბის და­კარ­გვის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 143-ე თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

AMBEBI.GE და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნას მა­მას რაულ რა­სუ­ლოვს ესა­უბ­რა:

– ჩემი გო­გო­ნა ოთხი დღეა მო­პა­რუ­ლია, პო­ლი­ცია ეძებს. ბი­ჭის ოჯა­ხი ჩემი მე­ზობ­ლე­ბი არი­ან, დღეს გა­ვი­გე, რომ მამა და ბი­ძაც და­ჭე­რი­ლე­ბი არი­ან. მე 13 წე­ლია ყა­ზა­ხეთ­ში ვარ, ხში­რად ჩა­მოვ­დი­ვარ ხოლ­მე. თბი­ლის­ში ბინა გვაქვს და ჩემი ოჯა­ხი იქ ცხოვ­რობს.

– თქვე­ნი გო­გო­ნა თბი­ლი­სის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და?

– არა, იორ­მუ­ღან­ლოს სკო­ლა­ში და­დი­ო­და, მაგ­რამ წელს თვა­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ერთ თვალ­ზე ოპე­რა­ცია გა­ვუ­კე­თეთ, მე­ო­რე თვალ­ზე ამ დღე­ებ­ში უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ოპე­რა­ცია, სა­ბუ­თებს ვე­ლო­დე­ბო­დი. ვერ სწავ­ლობს, კი­თხვა უჭირს და ექი­მებ­მა მი­თხრეს, რომ წელს არ წა­სუ­ლი­ყო სკო­ლა­ში. ბავ­შვი სათ­ვა­ლეს ატა­რებს. ვე­უბ­ნე­ბო­დი, ქარ­თუ­ლი კარ­გად ის­წავ­ლე და მე­ო­რე წლი­დან თბი­ლი­სის სკო­ლა­ში გა­და­გიყ­ვან-მეთ­ქი. ამი­ტომ ბავ­შვს წელს სკო­ლა­ში არ უვ­ლია და თბი­ლის­ში იყო. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, იორ­მუ­ღან­ლო­ში ჩა­ვიდ­ნენ ჩემი ბიჭი, მე­უღ­ლე და გო­გო­ნა, შარ­შან ბი­ძაშ­ვი­ლი და­მე­ღუ­პა და ერთი წლის­თა­ვი იყო. იმ ღა­მეს მო­ი­პა­რეს ჩემი გო­გო­ნა.

– იცო­დით, რომ ამ ბიჭს უყ­ვარ­და?

– არ ვიცი, 13 წლის ბავ­შვმა რა იცის სიყ­ვა­რუ­ლის?!. ძა­ლი­ან სუს­ტი ბავ­შვია, ყვე­ლაფ­რის ეში­ნო­და და კან­კა­ლებ­და, სხვა­ნა­ი­რი ბავ­შვია. ეს ამ­ბა­ვი რომ მოხ­და, მე ყა­ზა­ხეთ­ში ვი­ყა­ვი, იმ ბი­ჭის მა­მას და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი, წა­იყ­ვა­ნეთ ჩემი გოგო და უკან მი­იყ­ვა­ნეთ, 18 წლამ­დე იყოს ოჯახ­ში და თუ უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი, შემ­დეგ და­ქორ­წინ­დნენ-მეთ­ქი, დამ­თან­ხმდა მა­მა­მი­სი და მერე რა მოხ­და, არ ვიცი. ვე­უბ­ნე­ბი, ტე­ლე­ფო­ნით მა­ინც და­მა­ლა­პა­რა­კეთ, რომ მი­თხრას, ცო­ცხა­ლი ვარ მამა, არ არის ბავ­შვი.

– ვინ­მემ და­ი­ნა­ხა რო­გორ გა­ი­ტა­ცეს?

– არა, სათ­ვა­ლე ჰქონ­და და­კარ­გუ­ლი და მთე­ლი ოჯა­ხი ეძებ­და. დე­დას უთხრა, აბა­ნო­ში შე­ვალ, შე­იძ­ლე­ბა იქ დამ­რჩაო, ეზო­ში გა­ვი­და და ასე უცებ რა მოხ­და, არ ვიცი. არა­ვის არ და­უ­ნა­ხავს. მე ახლა თბი­ლის­ში ვარ, ცოტა ხნის წინ გა­ვი­გე, რომ მამა და ბიძა და­ჭე­რი­ლე­ბი არი­ან.

სამი თვის წინ ყა­ზა­ხე­თი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, ორი კაცი მო­ვი­და ჩემ­თან თბი­ლის­ში. მი­თხრეს, შენი გოგო გვინ­და ჩემი ძმის შვი­ლის­თვი­სო. ვუ­თხა­რი, მო­შორ­დით აქე­დან, მე­ო­რედ ასე­თი რამე აღარ მი­თხრათ-მეთ­ქი, გა­უკ­ვირ­დათ, რა­ტო­მო, ვუ­თხა­რი, გოგო კი არა, ბალ­ღია ჩემი შვი­ლი, წა­დით, მო­შორ­დით აქე­დან. იმის შემ­დეგ არა­ფე­რი აღარ ყო­ფი­ლა. სო­ფელ­შიც ვი­ყა­ვი ჩა­სუ­ლი, ბიძა და­ვი­ნა­ხე, მი­თხრა, რა­ტომ არ მოგ­ვე­ცი შენი გო­გო­ნაო, ვუ­თხა­რი, და­ამ­თავ­რეთ ლა­პა­რა­კი-მეთ­ქი.

– ბიჭი 16 წლის არის, ხომ?

– ასე ამ­ბო­ბენ, არ ვიც­ნობ ამ ბიჭს, 13 წე­ლია ყა­ზა­ხეთ­ში ვცხოვ­რობ, რომ ჩა­მოვ­დი­ვარ ძი­რი­თა­დად თბი­ლის­ში ვარ, სო­ფელ­ში ორი დღით თუ ჩავ­დი­ვარ. მთე­ლი სა­გა­რე­ჯო, თე­ლა­ვი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლან. დღე და ღამე ეძე­ბენ, ფერ­მებ­შიც კი, მაგ­რამ არ­სად არ არი­ან. მა­მამ იცის, დე­და­მაც მე მგო­ნი…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved