“რუსეთი აშკარად გაიჭედა თავის ხაფანგში, რომელიც დასავლეთს დაუგო”, – ასე აფასებს რუსეთ-უკრაინაში შორის არსებული დაძაბულ ურთიერთობს ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი.
მისი თქმით, შესაძლოა პუტინმა ომი დაიწყოს, მაგრამ ეს ძალიან ძვირად დაუჯდება.
“რუსეთი აშკარად გაიჭედა თავის ხაფანგში, რომელიც დასავლეთს დაუგო. რუსეთს ორი ამოსავალი საყრდენი ჰქონდა: პირველი და მთავარი, დასავლეთი არ ჩქარობს და არც აქვს სურვილი, განიხილოს უკრაინის და საქართველოს ნატო-ში მიღება, ამას რუსეთი გრძნობს. დასავლეთი მიიჩნევს, რომ უკრაინა და საქართველო არ არიან მზად ნატო-ში გასაწევრიანებლად. საქართველო მოდის დემოკრატიიდან და არ ჩანს დასავლეთის სურვილი, იბრძოლოს საქართველოსთვის.
რუსეთი ფიქრობს, რომ დასავლეთი არის სუსტი და აქ გაიჭედა მისი ხაფანგი. რუსეთში ადამიანებზე აქვთ გათვლა, იგი ვერ ხედავს ინსტიტუტებს. მოინდომა, რომ შეეშინებინა ბაიდენი, აღმოჩნა, რომ იქ ბაიდენი არაა, დემოკრატია და ინსტიტუტებია. ამ დროს რუსეთს უცებ წინ დაუდგა ძალიან მაგარი ლითონის კედელი და მან ამ კედელს შუბლი მიარტყა. ამით დასავლეთმა უთხრა: „რადგან ამდენს გეფერებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ჩვენი ტოლი ხარ“. რა თქმა უნდა, დღეს პუტინმა შეიძლება ომი დაიწყოს, მაგრამ ეს ძალიან ძვირად დაუჯდება. რუსეთი ჭაობში ჩაეფლობა. მას ეგონა, რომ ომით შეაშინებდა დასავლეთს, რითაც ის არ შეშინდა. ახლა დასავლეთი წერილს გაუგზავნის, როგორ შეუნარჩუნოს რუსეთს სახე, გამოიყვანოს სიტუციიდან, რომ რუსეთი მთლად ჩაფლავებული არ იყოს. შეიძლება უთხრას, რომ უკრაინის საზღვართან ჯარი ჰყავდეს, ოღონდ გარანტია მისცეს იმის, რომ არ შეიჭრება.” – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან საუბრისას.
ცნობისათვის, რუსეთმა უკრაინის საზღვართან და მის მიერ ანექსირებულ ყირიმში, თავი მოუყარა ასი ათასზე მეტ სამხედროს, რამაც დასავლეთის ქვეყნებში გამოიწვია განგაში, რომ მოსკოვი კვლავ აპირებს უკრაინაში შეჭრას.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს “არ შექმნათ პანიკა, რომ ომი იწყება”. მანამდე თეთრი სახლის განცხადებით, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ ზელენსკი გააფრთხილა, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში თებერვალში შეიჭრას.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ თუ ეს დამოკიდებულია რუსეთზე, მაშინ ომი არ იქნება; ჩვენ ომები არ გვინდა, მაგრამ ასევე, არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების ფეხქვეშ გათელვას და მათი იგნორირების უფლებასაც არავის მივცემთ.














კომენტარები