• რეკლამა
  • კონტაქტი
15:07, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მოგიწოდებთ მეტად დაარტყათ რუსეთს, უფრო ძლიერად დაარტყათ, დაარტყათ რუსეთს ახლა! არათუ დღეების, არამედ საათების საქმეა, რომ მიიღოთ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები“ – დმიტრო კულება

ალია ავტორი - ალია
19:27 02-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

ზეწოლა უნდა გაძლიერდეს იქამდე, ვიდრე რუსეთი და მისი თანამზრახველი ბელარუსი არ შეწყვეტენ უკრაინის მოქალაქეების დახოცვას და ჩვენი ქალაქების დაბომბვას, ვიდრე რუსეთი სრულად არ გაიყვანს ჯარებს უკრაინის ტერიტორიიდან და არ მოხდება სრული დეოკუპაცია, ჯერჯერობით, არ არის ნიშანი, რომ რუსეთი მზად არის ამის გასაკეთებლად, ომის გასაჩერებლად, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულებას თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უნდა გაძლიერდეს.

„რუსეთმა წარმატებით დახურა ევროპის ფანჯარა, რომელიც მისმა წინამორბედმა, პეტრე პირველმა 300 წლის წინ გააღო. ეს არის გარდამტეხი ეტაპი რუსეთის ისტორიაში, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს სიღარიბესა და იზოლაციაში ჩააგდებს. იგივე შედეგები ელის ბელარუსსაც, როგორც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის თანამზრახველს, თუ გააგრძელებს თავის ტერიტორიის გადაცემას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის განსახორციელებლად. მსოფლიოს მთავრობებმა უკვე დაუწესეს უდიდესი საფასური რუსეთის ეკონომიკას, ელიტას და ჩვეულებრივ მოქალაქეებს. სანქციებმა დაარტყა მის უდიდეს ბანკებს, მის თავდაცვის ინდუსტრიას, უდიდეს ენერგო კომპანიებს, ყველა პუტინის ახლობელს. მინდა გავაფრთხილო ყველა მთავრობა, რომ აღნიშნული სანქციების დაწესების შემდეგ ისინი შესაძლოა, ფიქრობდნენ, რომ დასვენება შეუძლიათ, მაგრამ სანქციები და მოქმედებები უნდა გაძლიერდეს. ზეწოლა უნდა გაძლიერდეს იქამდე, ვიდრე რუსეთი და მისი თანამზრახველი ბელარუსი არ შეწყვეტენ უკრაინის მოქალაქეების დახოცვას და ჩვენი ქალაქების დაბომბვას. ვიდრე რუსეთი სრულად არ გაიყვანს ჯარებს უკრაინის ტერიტორიიდან და არ მოხდება სრული დეოკუპაცია. ეს არის ანტიპუტინისტური კოალიციის ამოცანა. ჯერჯერობით, არ არის ნიშანი, რომ რუსეთი მზად არის ამის გასაკეთებლად, ომის გასაჩერებლად. ამიტომ, მოგიწოდებთ მეტად დაარტყათ რუსეთს, უფრო ძლიერად დაარტყათ, დაარტყათ რუსეთს ახლა! არათუ დღეების, არამედ საათების საქმეა, რომ მიიღოთ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ჩენ ამას ფრონტის ხაზზე ვაკეთებთ და ვწირავთ ჩვენ სიცოცხლეს. ჩვენი ერთადერთი თხოვნაა, დაგვიჭირეთ მხარი“, – განაცხადა კულებამ.

ამასთან, დმიტრო კულებამ მიმართა იმ ქვეყნების მთავრობებს, რომლებიც მისი თქმით, რუსეთისთვის სანქციების პაკეტის შემსუბუქებას ცდილობენ.

„მინდა, ასევე რამდენიმე სიტყვა ვუთხრა იმ რამდენიმე ევროპული ქვეყნის მთავრობას, რომლებიც ახლა ცდილობენ სანქციების პაკეტის შემსუბუქებას, მათ შორის „სვიფტიდან“ რუსეთის ამოღებაზე წინააღმდეგობას. ახლა არ ვიქნები დიპლომატიური. ზოგიერთ ქვეყანა ცდილობს, დატოვოს ხვრელები არაერთი ბანკის გამორიცხვით, რომ შეძლონ ზოგიერთი ზომის გატარება მარცხენა ხელით და რუსეთთან ვაჭრობის გაგრძელება მარჯვენა ხელით. შეწყვიტეთ ეს ახლა. შეწყვიტეთ უკრაინელი მამაკაცების, ქალების და ბავშვების სისხლით ვაჭრობა. ეს არ არის მეტაფორა, ეს რეალობაა, რასაც თქვენ აკეთებთ. ისტორია განგსჯით და თქვენი სახელები ისტორიაში შევა, როგორც კაცობრიობის მოღალატეების სახელები, რომლებმაც ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა ევროპაში აგრესორს გადამწყვეტ დროს“, – განაცხადა კულებამ.

თეგები: დმიტრო კულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved