არჩევნების დღეს “ქართული ოცნება” სავარაუდოდ ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს – ბიზნესმენ გიორგი კანდელაკის რესტორანში, გორში, მთელი ღამე საკვებს ამზადებდნენ, რომელსაც როგორც რესტორნის წარმომადგენლები ამბობენ, გაჭირვებულ ადამიანებს დაურიგებენ.
ასევე “ქართული ოცნების” კოორდინატორები სხვადასხვა უბანზე არიან განაწილებული.
“არავის არ უყიდია, გაჭირვებული ადამიანებისთვისაა. გაბრძანდით გარეთ, კანონდარღვევაა ასე შემოჭრა აქ’,- ამბობს რესტორნის თანამშრომელი
ცნობისთვის, ცნობილი მოკრივე გიორგი კანდელაკი “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული ბიზნესმენია.
კომენტარები