• რეკლამა
  • კონტაქტი
15:35, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მივიღე გადაწყვეტილება არ მივიდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღეს დაგეგმილ ეთერში“ – პაპუნა ჯანელიძე

ალია ავტორი - ალია
16:57 12-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16,319
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე:
„საზოგადოებაში, რომელიც უკვე 7 დღეა განუწყვეტლივ აფიქსირებს თავის ლეგიტიმურ პროტესტს უკურეაქცია გამოიწვია ჩემმა გადაწყვეტილებამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ირაკლი კობახიძესთან ერთად დაჯდომასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება არ მივიდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღეს დაგეგმილ ეთერში, რათა არ გამოვიწვიო საზოგადოების კიდევ უფრო გაღიზიანება და პატივი ვცე მათ ემოციებს. როგორც ადრეც დავაფიქსირე, არა პროტესტანტების, არამედ, ჩემი ინიციატივით მივდიოდი, და ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ამ ქმედებამ რაიმე სახის ლეგიტიმაციის შესახებ ეჭვი გააჩინოს საზოგადოებაში.
აქვე გიზიარებთ ჩემს პოზიციას, რის გაჟღერებასაც ვაპირებდი:
– სრული სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელება ასობით მძიმედ დაშავებულ პროტესტანტს.
– სრული სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელება ყველა დაშავებულ ჟურნალისტს.
– სრული სოლიდარობა და თავისუფლება ყველა დაკავებულ პროტესტანტს. ასევე, როგორც ვუყურებთ, დღეს დაიწყეს ახალი ტალღა ჩხრეკების და დაკავებების.
– სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ყველა საჯარო მოხელეს, რომელთაც ღიად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და ამისთვის, სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებიან.
ამ ყველაფრის განმახორციელებელი, პირდაპირ ეწინააღმდეგება არათუ ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს, არამედ, საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციას და ვერასდროს გააწევრიანებს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში, თუმცა თავისუფლად აქცევს რუსულ ჭაობად.
ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ სრული მიტაცებაა. ამასთან მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს დემოკრატიული განვითარება და შესაბამისად, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. სწორედ ამიტომ არ ხდება ევროკავშირის მიერ გაცემული მოლაპარაკებების გასახსნელად საჭირო 9 რეკომანდაციის შესრულება.
ქართული ოცნება, არათუ არ, არამედ ვერ გახსნის მოლაპარაკებებს, რადგან მათ არ შეუსრულებიათ აღნიშნული რეკომენდაციები და არც მომავალში აპირებენ, რომელიც არის წინაპირობა მოლაპარაკების გასახსნელად, და გაცხადებულია 2024 წლის ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში საქართველოს შესახებ. ეს ანგარიში გამოქვეყნებულია და ყველას შეუძლია გაეცნოს ქართულ ენაზე.
კობახიძე არ არის ხალხის მიერ არჩეული, არამედ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული. მათი მხარდამჭერთათვისაც კი შეურაცხმყოფელი უნდა იყოს ის, რომ ე.წ. არჩევნების წინ პარტიის პირველ ნომრად იყო ბიძინა ივანიშვილი წარმოდგენილი და დღეს ისევ გაუჩინარდა. ბიძინა ივანიშვილი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე რაც ქვეყანაში ხდება და ის ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, სხვა დამნაშავეებთან ერთად.
თეგები: პაპუნა ჯანელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved