• რეკლამა
  • კონტაქტი
01:45, კვირა, 11 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირება ჰუმანური გზით – მერიამ პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინა

ალია ავტორი - ალია
13:06 02-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
83

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მერიას შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე შეტანილი აქვს.

კახა კალაძის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირებას ჰუმანური, მსოფლიოში აპრობირებული ერთადერთი გზით სტერილიზაცია-კასტრაციის გზით.

“თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ცხოველთა მონიტორინგის უშუალო ჩართულობით, პარლამენტში ახალ კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. ეს არის, შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში არა მხოლოდ დედაქალაქში არამედ მთელი ქვეყნის მაშტაბით დაარეგულირებს ბევრ მნიშვნელოვან პრობლემას.

თბილისში დიდი პრობლემა გვაქვს ამ მიმართულებით და სჭირდება, რა თქმა უნდა მოწესრიგება. ამ პრობლემების შინაარსს რომ გადავხედოთ, ეს არის ცხოველთა არაკონტროლირებადი გამრავლება, მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება, ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა და ორთაბრძოლები,  რაც კატეგორიულად მიუღებელია, ცოფისა და ცხოველთა გადამდები სხვა დაავადებებისა გავრცელების პრევენცია, ცხოველების მოვლა პატრონობის წესები და სხვა.

კანონპროექტით იქნება მყარი სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ  მუნიციპალიტეტებში ეფექტურად გადაიჭრას ამ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები.  ასევე კანონპროექტის მიზანი არის, რომ მთელი ქვეყნის მაშტაბით მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა შემცირდეს, ჰუმანური მსოფლიოში აპრობირებული ერთადერთი გზით სტერილიზაცია-კასტრაციის გზით.

თბილისი მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ამ მიმართულებით ეფექტურად მუშაობს, გასული წლის განმავლობაში ამ სამსახურმა 6000-მდე ცხოველი გაასტერილა, მაგრამ საჭიროა ამ საკითხის ცენტრალურად გადაწყვეტა. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტმა სპეციალური ნებართვით დაარეგულიროს ცხოველის გამრავლება და მისი კომერციული მიზნით მოშენება.

დღეს არსებული მდგომარეობით არ არსებობს ცხოველთა აღრიცხვის ერთიანი ბაზა. კანონპროექტი ითვალისწინებს ერთიანი ბაზის შექმნას სადაც ყველა მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად გაანახლებს მონაცემებს აღნიშნული მექანიზმით,” – აცხადებს კახა კალაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved