• რეკლამა
  • კონტაქტი
14:05, ოთხშაბათი, 11 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიწისძვრის შედეგად, საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა – იაპონიაში საქართველოს ელჩი

ალია ავტორი - ალია
12:10 01-03-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
138

იაპონიაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მიღებული ცნობებით, იაპონიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა.

ელჩი მოუწოდებს საქართველოს მოქალქეებს, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში მიმართონ საელჩოს ან დარეკონ ცხელ ხაზზე. მისივე ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, იაპონიაში მიწისძვრის შედეგად, 64 ადამიანი დაიღუპა.

„ამ მომენტისთვის, სამწუხაროდ, 60-ზე მეტი ადამიანი, კონკრეტულად კი 64-ია დაღუპული. მე უკვე მივუსამძიმრე იაპონიის მთავრობას, იაპონელ ხალხს. ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ეს მოხდა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, იმ რეგიონში ქართველი არავინ ცხოვრობს, თუმცა, მაგალითად, როგორც მე მივემგზავრებოდი, საკმაოდ მდიდარი რეგიონია და არ გამოვრიცხავდი, რომ იქ ყოფილიყვნენ ქართველები სამოგზაუროდ. ჩვენ შევძელით, რომ გადაგვემოწმებინა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა ჩვენი ყველანაირი არხების მეშვეობით და ჩვენი ინფორმაციით, იქ არავინ არის ჯერჯერობით. გავიდა ორი დღე. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ცხელი ხაზი გახსნილი გვაქვს და ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, დაგვიკავშირდეს ნებისმიერ საჭიროებასთან დაკავშირებით. ამისთვის ისედაც ყოველთვის მზად ვართ. საქართველოს მოქალაქეს, საბედნიეროდ, ეს შემთხვევა არ შეეხო. ყველაზე ახლოს ალბათ ჩვენ ვიყავით, ჩემი ოჯახი, ვინც, ასე ვთქვათ, დაზარალდა თუმცა ჩვენც ჯანმრთელობის კუთხით, საბედნიეროდ, კარგად ვართ“, – აცხადებს თეიმურაზ ლეჟავა.

იაპონიაში საქართველოს ელჩი მიწისძვრის დროს ოჯახთან ერთად მატარებლით გადაადგილდებოდა სწორედ სტიქიური უბედურების ზონაში. მიწისძვრის გამო, მათი მატარებელი გაჩერდა და ერთი დღის განმავლობაში მატარებლის მგზავრებს, მათ შორის, ელჩს ოჯახთან ერთად, სადგურზე მოუწია ღამის გათევა.

„სწორედ ამ მომენტში, როდესაც მიწისძვრა მოხდა, მე და ჩემი ოჯახი მივდიოდით ზუსტად იმ რეგიონში, დაახლოებით 150 კმ-ის მოშორებით ვიყავით. ერთ საათში უნდა ჩავსულიყავით კანაზავას სადგურზე. კანაზავა არის იშიკავას დედაქალაქი. ვაგონში უცბად ჩაქრა შუქი და გამოაცხადეს, რომ მატარებელი ცოტა ხანს უნდა შეჩერებულიყო. მაგ მომენტში ეგრევე ვიგრძენით დიდი მიწისძვრა და საკმაოდ შეგვაშინა, რადგან ეს მატარებელი ჩქაროსნულია და ძალიან სწრაფად მიდიოდა. შემდეგ ინტერნეტით გავიგეთ, რომ დიდი მიწისძვრა იყო სწორედ კანაზავას რეგიონში. ჩვენს ოჯახს რაც შეეხება, ახლა ვართ კარგად, თუმცა ვინაიდან დიდ ხანს არ აღდგა მატარებელი, მთელი ღამე მოგვიწია მატარებელში დროის გატარება. ეს საკმაოდ რთული იყო, რადგან საკმაოდ დიდი არეულობა იყო. არ მოძრაობდა ინფრასტრუქტურა, თუმცა ჩვენ გვჯეროდა, რომ მალევე გაუმკლავდებოდა იაპონური მხარე ამ სიტუაციას. რა თქმა უნდა, ასეც მოხდა. დილით უკვე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩვენ გადაგვაადგილებდნენ სხვა სადგურზე და იქიდან შევძლებდით ტოკიოში დაბრუნებას. მთელი ღამის განმავლობაში მუდმივად გვაწვდიდნენ საკვები პროდუქტს და წყალს. კარგად იყო მოწყობილი ეს სადგური და სხვა რამე პრობლემა არ შეგვქმნია. სამწუხაროა, რომ ახლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამუშაოები იმ რეგიონში. ბევრი ადამიანის გადარჩენას ჯერ კიდევ ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მიწისძვრა იყო იაპონიაში, მაინც მგონია, რომ მსხვერპლი მინიმალურად არის, თვითონ შენობები და ინფრასტრუქტურა არის უმაღლეს დონეზე გამართული და ასევე, იაპონიის მთავრობასაც, სხვადასხვა სტრუქტურებს აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით, კრიზისთან გამკლავებას ვგულისხმობ. ამიტომაც შეძლეს მეტნაკლებად დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მასშტაბის მიწისძვრა მოხდა და მას ცუნამიც მოჰყვა“, – განაცხადა თეიმურაზ ლეჟავამ.

იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საელჩოს ცხელ ხაზზე: +81 80 7933 5060.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი
ახალი ამბები

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი

18:56 02-10-2026
ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”
ახალი ამბები

ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”

15:20 02-10-2026
სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად
ახალი ამბები

სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად

12:54 02-10-2026
თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა

11:32 02-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved