კიკეთში მოსახლეობა ტყეების მიტაცებას აპროტესტებს.ადგილობრივები ეკონომიკის სამინისტროს და თბილისის მერიას მოუწოდებენ, რომ ტყეს რეკრეაციული ზონის სტატუსი შეუნარჩუნონ. საქმე ეხება კიკეთის ტყეში 2 ათასი კვ. კმ-ის ფართობს, რომელიც აუქციონზე ქონების მართვის სააგენტომ გაიტანა და გიორგი ნემსაძის ოჯახის წევრს თორნიკე ნემსაძეს გადაეცა. კახი კალაძემ კიკეთის ტყეში უკანონო მოჭრილი ხეების ადგილას, მშენებლობის ნებართვა, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გასცა, მას შემდეგ რაც მისი მეგობარი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე ცაგერის მერი გახდა.
ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება ამ თემაზე “ნოდარ მელაძის შაბათმა” მოამზადა.
კომენტარები