არ გამოგივა ბიძინა ივანიშვილო ციხის საავადმყოფოში მისი გადაყვანა – აცხადებს ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსთავის მე-12 ციხესთან მივიდა.
მიხეილ სააკაშვილს ამ წუთებში მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ხვდება. ჩალაძე კი იმ სახიფათო პერიოდზე საუბრობს, რომელშიც მესამე პრეზიდენტი შიმშილობის 1 თვის თავზე შევიდა:
“31 დღე შიმშილობის, ძალიან კრიტიკული პერიოდია. ნებისმიერ წამს, მას შეიძლება დასჭირდეს იმგვარი სამედიცინო დახმარება, რასაც ვერ უზრუნველჰყოფენ ციხეში და უფრო მეტად ვერ უზრუნველჰყოფენ ციხის საავადმყოფოში, სადაც გვემუქრებიან და დაგვცინიან რომ ადმიანის ნების წინააღმდეგ, რაზეც მან განაცხადა უარი საჯაროდ, წერილობით თუ სხვა ფორმით, რომ ის იქ არ გადავა და მისი მოტაცება იქნება მისი მკვლელობა” ამბობს გიორგი ჩალაძე “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” საუბრისას.
კომენტარები