• რეკლამა
  • კონტაქტი
01:19, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიშო აღარ მყავს, ჩემი უნიჭიერესი ბიჭი! – გიორგი სუხიტაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
10:51 09-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
83

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

„რა უნდა გამეგო ისეთი რომ გული ასე გამხეთქვოდა? ვინ უნდა წასულიყო ამ ქვეყნიდან რომ მეთქვა ჩემი გულის ნაწილი წაიღოთქო, ვინ მეიმედებოდა ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მეტად?! ვინ იყო ჩემი გამორჩეული ბიჭი! ჩემი ძმა, ჩემი მიშო! ჩემი ნიჭისა და ადამიანობის ზეიმი, შრომის, პატიოსნების, წესრიგის ,საიმედოობია და უბრალოების მაგალითი. ვის დავეყრდნო ახლა, ვის ვთხოვო დახმარება, ვინ შემიცვლის შენ თავს ჩემო დაუმსახურებლად წასულო ბიჭო, რას ვახალო თავი! იმაზე მედად რა მატკენს ახლა რაც შენი სიკვდილით დავზარალდი და გავნადგურდი?

წლების წინ ბენდს რომ ვაკეთებდი მუსიკოსებს ვეძებდი, მიშომ დამირეკა, მე ბასისტი ვარო, შევხვდი მაშინ სულ კონტრაბასზე უკრავდა, მერე ერთად ბევრი რამე ვისწავლეთ ბევრს მეკითხებოდა, მაჩვენებდა ახალ მიგნებებს ბასგიტარაზე, ახალ ჟღერადობებს, რიფებს, ღრუბელივით იყო, ყველაფერს ისრუტავდა, ეს ბიჭი თითქმის ყველგან ჩემს ზურგს ამაგრებდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! არასოდეს დედას გეფიცებით არასოდეს არაფერი არ შეშლია! იმედი არასოდეს გაუცრუებია სულ მეიმედებოდა ჩემი მიშო, სულ მირეკავდა პატარა ბავშვივით, ყველაფერს მეკითხებოდა. როგორი დაუზარელი იყო, როგორი ცოცხალი მშრომელი.

მიშო! ახლა რა ეშველება შენს ოჯახს, რა?! რა გვეშველება ჩვენ უშენოდ?!

დამირეკა მანქანა უნდა ვიყიდოვო, სულ სპორტული მანქანები ჩამომითვალა, მე ძალიან შემეშინდა რადგან არ მომეწონა ეს ახირება, არასოდეს არ ჰყოლია სწრაფი მანქანა, სულ პრიუსები ჰყავდა. მამის გარდაცვალება ძნელად გადაიტანა და მეგონა გადაუვლიდა ეს აკვიატება. ხო და ჩემი მიშო ამ მანქანამ იმსხვერპლა. ვერ ვიჯერებ ვერც ვიაზრებ? წლების მანძილზე როდესაც ბენდის შეკრებას ვიწყებდი პირველი ჩემს მიშოსთან ვრეკავდი, მიშო თუ მყავდა მთებს გადავდგამდი! მიშო თუ იყო დედას ვუტირებდი ისეთ რამეებს გავაკეთებდი. ხვალ რომ დამჭირდეს ბენდი რას ვიზავ? არაფერს მიშო აღარ მყავს ჩემი უნიჭიერესი ბიჭი!

მიშო, მიყვარხარ! ვიცი ვეღარ შეგაჩერებ, მშვიდობით…“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved