,,ყველაფერი იქნება ისე, როგორც სურს ჩვენს ხალხს. ჩემმა ძმამ იცოდა, რაც ელოდა საქართველოში, მაგრამ მაინც ჩამოვიდა – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმამ, დავით სააკაშვილმა რუსთავის საპყრობილესთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
დავით სააკაშვილმა “ტვ პირველთან” ინტერვიუში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში “ჩვეულებრივი გზით” ჩამოვიდა, თუმცა მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.
დიდი ხანია, ვიცოდი, რომ ჩემი ძმა საქართველოში ჩამოვიდოდა. იმ გზით ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რა გზითაც ჩამოვდივართ-ხოლმე. მან კარგად იცოდა, რომ დააპატიმრებდნენ. მასთან კომუნიკაცია არ მქონია ჩამოსვლამდე.
მიშა ყველაფრისთვის მზადაა, რადგან ახლა წყდება საქართველოს ბედი. ყველაფერი კარგად იქნება – ამბობს დავით სააკაშვილი.
კომენტარები