მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში გამოფინეს ავტომატი, რომელსაც ლუკაშენკო 2020 წლის საპროტესტო აქციების დროს ატარებდა.
ექსპოზიციის ფოტოები ლუკაშენკოსთან დაკავშირებულმა ტელეგრამ-არხმა გამოაქვეყნა. ავტომატის გარდა ექსპოზიციის ბელარუსის დროშა ლუკაშენკოს გამოსახულებითა და წარწერით “ბატკასთვის” და ნახატი, რომელზეც დამოუკიდებლობის სასახლის ფონზე ლუკაშენკო და მისი უმცროსი შვილი, ნიკოლაი სპეცრაზმის ფორმაში ჩაცმულები და შეიარაღებულები არიან გამოსახული.
კომენტარები