ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ აცხადებს, რომ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.
„აქვს საშინელი ტკივილები სახსრების იმდენად, რომ ვერ იძინებს. სისუსტე აქვს. წონაში ისევ იკლებს. სხვათა შორის, მინდოდა ამეწონა, მაგრამ გავიხედე და სასწორი ოთახში აღარ დამხვდა, გაუტანიათ პალატიდან.
ჩხაიძე ზოგადად მის მდგომარეობაზე მესაუბრა. თვითონაც წუხს. მითხრა, რომ ცილოვანი საკვები სჭირდება. კი ბატონო, ვიცი რომ სჭირდება მეც ვიცი, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ვერ იღებს. სრულიად უსამართლოდ არის გამოკეტილი ადამიანი, რომელმაც ქვეყანა ააშენა“, – აცხადებს გიული ალასანია.
კომენტარები