• რეკლამა
  • კონტაქტი
16:21, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მინდა ყველა მორწმუნეს ვთხოვო და მოვუწოდო, დარჩეს სახლში და ილოცოს სხვების ჯანმრთელობისთვის – თბილისის მერი

ალია ავტორი - ალია
12:18 04-15-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

მინდა, ყველა მორწმუნეს ვთხოვო და მოვუწოდო, დარჩეს სახლში და ილოცოს სხვების ჯანმრთელობისთვის და სხვების სიცოცხლისთვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ არსებული რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

„დარწმუნებული ვარ და ჩვენი სარწმუნოებაც ამას გვასწავლის, რომ მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე. რამეთუ მისი სულიერი მისიაა მოყვასზე ზრუნვა და სახლში დარჩენა, ეს მისი რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი. ყველა მორწმუნეს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, დარჩეს სახლში და ილოცოს სხვების ჯანმრთელობისთვის და სხვების სიცოცხლისთვის. დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენ ყველას გვჭირდება ერთად დგომა. ჩვენ სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ვებრძვით იმას, რასაც ვერ ვხედავთ. ეს არის კორონავირუსი, რომელიც არის სერიოზული პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის. ნახეთ რა ხდება სხვა ქვეყნებში, რამხელაა სიკვდილიანობა. ჩვენ ცოტა ადრე დავიწყეთ პრევენციული ღონისძიებების გატარება და ჩემი თხოვნა იქნება, რომ მაქსიმალურად ბოლომდე შევინარჩუნოთ ეს, ბოლომდე მივიდეთ ისე, რომ შემდეგ ღირსეულად გამოვიდეთ. ამას, რა თქმა უნდა, სეროზული პრობლემები მოჰყვება ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, თუმცა ამაზეც იყო საუბარი, რომ იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და მაქსიმალური თანადგომა. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის მოთხოვნები და რჩევები, რომელზეც ჩვენ გვიწევს საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში. ბევრი ამას სერიოზულად ვერ აღიქვამს, არაფერი არ მოხდება, არაფერი არ დაგვემართებაო, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ ვერ ვხედავთ მტერს, რომელიც არის მომაკვდინებელი. ყველას მინდა მოგიწოდოთ და გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში, შევიკავოთ თავი ქუჩაში გადაადგილებისგან, ერთმანეთთან კომუნიკაციისგან, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან. თუ ჩვენ შევასრულებთ ამ მოთხოვნებს, ძალიან სწრაფად და ღირსეულად გამოვალთ ამ მდგომარეობიდან“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved