FIFA ბოლო დროს რუსეთის მიმართ ლიალური გახდა. იყო საუბარი, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია რუსეთს საკუთარი რიგებიდან გარიცხავდა, მაგრამ ეს პროგნოზი არ გამართლდა. მეტიც, FIFA-მ არათუ მოკვეთა რუსეთი, არამედ მეხუთე ოფიცილურ ენად რუსული დაამატა.
თუმცა, ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო ყველაზე მეტად FIFA-ს პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს ფრაზამ გააღიზიანა.
ინფანტინომ უკრაინაში მიმდინარე ომს „კონფლიქტი“ უწოდა.
„მინდა კომენტარი გავაკეთო FIFA-ს პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს სიტყვებზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში მომხდარს „კონფლიქტი“ უწოდა. არ ვეთანხმები ინფანტინოს სიტყვებს. აქ ომია და რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის გენოციდი!“, – განაცხადა შევჩენკო.
კომენტარები