• რეკლამა
  • კონტაქტი
12:16, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მინდა აგიხსნათ, რატომ ვფიქრობ, რომ ტაქტიკა რომელიც ჩვენ ავირჩიეთ რეჟიმის გასატეხად არის სწორი“ – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
23:07 11-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია:

,,მეგობრებო!

პირველ რიგში მინდა აგიხსნათ, რატომ ვფიქრობ, რომ ტაქტიკა რომელიც ჩვენ ავირჩიეთ რეჟიმის გასატეხად არის სწორი

ხელისუფლების მიერ, სასიკვდილოდ გადადებული მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიასი და სხვა მომხრეები ოპოზიციისა ვართ მილიონზე გაცილებით მეტი!

უფრო მეტიც – იმ ადამიანების აზრსა და ემოციებს თუ შევხედავთ, ვინც აქამდე გულგრილი იყო პოლიტიკური პროცესების მიმართ, მაგრამ ახლა უყურებს და აცნობიერებს ხელისუფლების ველურობასა და ივანიშვილის შურისძიების დაუოკებელ ჟინს – შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, დღეს გამიჯნულია ამ კრიმინალთა ვიწრო წრეს, ვინც ქვეყანას თავს დააჯდა

ჩვენი ფუნქციაა, რაც შეიძლება მეტი და მეტი ადამიანი ჩავრთოთ აქტიურ პროტესტში, რაც შეიძლება მეტი და ფართო დისკომფორტი შევუქმნათ რეჟიმს და საბოლოო ჯამში მოვახდინოთ მისი პარალიზება

ეს მხოლოდ მშვიდობიან დიდ და სიმართლეზე დაფუძნებულ მოძრაობას შეუძლია! ასეთ მოძრაობებს არ წაუგია არსად და არასდროს!

რეჟიმის ხელთაა ახლა, ფული, ადმინისტრაცია და ძალოვნები! ამის იმედად არიან!

განსაკუთრებით უნდათ, რომ ჩვენ მოთმინება დაგვაკარგინონ, ძალოვნები გამოიყენონ და პროტესტი ჩაახშონ, მოამთავრონ!

პირველი, რომ ბრიყვს შეუძლია იფიქროს, რომ ასიათასობით ადამიანის პროტესტს ძალით და დაჭერებით დაამთავრებს და მეორე:

არ მოგცემთ შანსს გაასაღოთ ეს მოძრაობა ძალადობრივ მოძრაობად – ეს ზღაპრები სუსში ერთმანეთს მოუყევით!

ჩვენ კი მშვიდად და მტკიცედ
მოვალთ ყველგან სადაც ხართ, ყველა თქვენ უწყებასთან, ყველა თქვენ ღონისძიებასთან, ყველგან სადაც დანაშაულებრივ გეგმებს აწყობთ – მოვალთ და ხმამაღლა გეტყვით რომ მკვლელები ხართ, კრიმინალები ხართ!

თქვენ გგონიათ დავიღლებით, გამოვიფიტებით, – არა და ვნახოთ ვინ გამოიფიტება პირველი – ჩვენ ჩვენს ბრძოლაში თავისუფლებისთვის და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად, არჩევნების დასაბრუნებლად, თუ თქვენ თქვენი მარიონეტული სკამების შესანარჩუნებლად!

ჩვენ ვიმოქმედებთ სწორი ტაქტიკით – ღამე შენობებთან თენება ამ ეტაპზე არაეფექტური მგონია. უნდა ვიმოქმედოთ დილიდან, მთელი დღის განმავლობაში დემორალიზებული და ძალოვნების იმედად დარჩენილი რეჟიმის გამოსაშიგნად

თქვენ ისეთი სილა გაარტყით ათიათასობით ადამიანს, რომ არ გეპატიებათ, არ შეგრჩებათ

ის რაც გუშინ ქნეს, როცა პატიმრობაში მყოფი და 40 დღე ნაშიმშილარი პრეზიდენტი მოტყუებით, რომ საავადმყოფოში მიყავდათ კრიმინალის ბუდეში შეაგდეს, მასზე ძალა გამოიყენეს, ხელით შეეხენ, აგინეს, დაემუქრნენ – ეს როგორ შეგრჩებათ, როგორ გგონიათ!

არ მოგცემთ შანსს სამოქალაქო დაპირისპირების მორევში ჩაძიროთ ქვეყანა და მერე უფროს ძმას თხოვოთ დახმარება როგორც ორჯონიკიძეებმა და მახარაძეებმა

მოკლედ, ბოლოს მოგიღებთ უწყვეტი, მზარდი პროტესტით და გაიძულებთ დანიშნოთ არჩევნები, გაიძულებთ!”

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი
ახალი ამბები

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი

14:06 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved